Saturday, July 18, 2015

„ფორდის“ ევროპული გაყიდვები 16%-ით გაიზარდა

Ford's Europe sales rise 16% on new Mondeo, SUVs
18 ივლისი
„ფორდის“ გაყიდვები ევროპულ ბაზარზე ივნისში 16 პროცენტით გაიზარდა. ამერიკული კომპანიის ინფორმაციით, გაყიდვების ასეთი მკვეთრი ზრდა, ახალ სედან „მონდეოსა“ და უგზოობის ავტომობილებზე მზარდმა მოთხოვნამ გამოიწვია. „ფორდ ოფ იუროპის“ ინფორმაციით, საერთო ჯამში, ევროპის 20 ქვეყანაში მიწოდებამ 126 800 ავტომობილი შეადგინა.
გაყიდვები განსაკუთრებით იმ ქვეყნებში გაიზარდა, სადაც ეკონომიკური კრიზისის გამო, მკაცრი რეფორმები გატარდა. ლაპარაკია იტალიაზე, ესპანეთსა და ირლანდიაზე. ამ ქვეყნებში საბერძნეთის მსგავსი პრობლემები იყო, თუმცა რეფორმების წყალობით, სიტუაცია ძალიან სწრაფად გამოსწორდა. შესაბამისად, „ფორდს“ ამ ქვეყნებში გაყიდვები ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლებით გაეზარდა.
ყველაზე მზარდი პოპულარობით, საშუალო ზომის სედანი „მონდეო“ და უგზოობის „კუგა“ სარგებლობს. პირველ ექვს თვეში „მონდეოს“ გაყიდვები 55 პროცენტით არის გაზრდილი, „კუგასუ“ კი - 24 პროცენტით. გარდა ამისა, „ფორდმა“ უახლეს „მუსტანგზე“ 6700-ზე მეტი შეკვეთა მიიღო, რომელთა დაკმაყოფილებასაც მალე შეუდგება.
ექვსი თვის მონაცემებით, მთელს ევროპაში „ფორდს“ 668 800 ავტომობილი აქვს გაყიდული, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 12 პროცენტით მეტია.

No comments:

Post a Comment