დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, June 29, 2015

„ფორდ ტრანზიტი“ WRC-ს სტილში

Limited Edition WRC Inspired Ford Transit M-Sport Makes You Crave A Van
29 ივნისი
რალის მსოფლიო ჩემპიონატის (WRC) მონაწილე გუნდმა, „ფორდის“ დიდი ხნის პარტნიორმა „M-სპორტმა“ და ბრიტანულმა კომპანია „ვენ სპორტმა“, „ფორდის“ ვენ „ტრანზიტის“ ბაზაზე, მისი ორიგინალური ვერსია შეიმუშავეს, რომელიც WRC-ს სარბოლო „ფორდ ფიესტას“ სტილშია დამზადებული. ოღონდ, მისგან არც ძრავი გაუზიარებია და არც მომეტებული ტემპერამენტით გამოირჩევა.
პარტნიორებმა სპეციალური „ტრანზიტის“ შექმნა, ამ პოპულარული ვენის წარმოების დაწყებიდან 50 წლის იუბილეს დაამთხვიეს. ავტომობილი ახალი აეროდინამიკური ელემენტებითაა შემოსილი, რომლებიც მას აგრესიულ, სპორტულ იერს ანიჭებენ. თუმცა, კაპოტქვეშ სიახლე არაა, რადგან რალისთვის მომზადებული 1.6-ლიტრიანი ეკობუსტი, დიდი წონის მქონე ვენისთვის შეუსაბამოა, მისი მოდიფიცირება კი საჭიროდ არ ჩაითვალა.
არადა, ავტომობილს შეცვლილი გამოსაბოლქვი აქვს, რომელიც ოთხი მილით, უკანა ბამპერის ქვეშ ბოლოვდება. გარდა ამისა, ის OZ-ის წარმოების სარბოლო სტილის 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ასევე სპორტულ იერს ანიჭებენ. მოდიფიკაცია ჩაუტარდა საკიდარს, რისი წყალობითაც მისი კლირენსი შემცირდა. საკიდარში „აიბახის“ ამორტიზატორები და ზამბარები გამოიყენეს. ავტომობილი რალისთვის შექმნილი „ფიესტას“ ფერებში გამოაწყვეს. გადაკეთდა ინტერიერიც. საჭის სტანდარტული რგოლი სპორტულით შეიცვალა, სავარძლები „M-სპორტის“ ემბლემებით გააწყვეს, უსაფრთხოების ღვედებიც სარბოლო, ლურჯი ფერისაა.
WRC-ს სტილის „ტრანზიტი“ შეზღუდული რაოდენობით დამზადდება, თუმცა მისი ფასი ჯერჯერობით უცნობია. ყოველი ავტომობილს საკუთარი უნიკალური ნომრის მქონე ფირფიტა ექნება. ამასთან მყიდველს ასეთი „ტრანზიტის“ საკუთარი სურვილისამებრ გაფორმების და ეკიპირების საშუალება მიეცემა.

No comments:

Post a Comment