Thursday, June 25, 2015

ახალი „ალფა რომეო ჯულია QV“ 510 ცხენის ძალით

Alfa Romeo Giulia QV With 510PS: Official Details
25 ივნისი
როგორც იქნა, „ალფა რომეომ“ სრულიად ახალი ავტომობილი გაგვაცნო. ესაა უკანა ამძრავიანი სედანი „ჯულია“, რომელიც ბაზარზე სედან 159-ს შეცვლის. საინტერესოა, რომ მილანელებმა ახალი ავტომობილი დებიუტისთანავე, ტოპ ვერსიის სახით გაგვაცნეს. ესაა 510-ცხენისძალიანი ძრავით აღჭურვილი „ჯულია QV” (კვადრიფოლიო ვერდე), რომელიც კონკურენციას „ბეემვე M3-ს“, „მერსედეს-ბენცC63 AMG S-ს“, „აუდი RS4-ს“ და „კადილაკ ATS-V-ს“ გაუწევს.
ახალი „ჯულიასთვის“ სრულიად ახალი პლატფორმა შეიმუშავეს, რომელიც გრეხვაზე მაღალ დატვირთვებსაც უძლებს და მსუბუქიცაა. შასი შეიძლება იყოს როგორც უკანა, ასევე სრულ ამძრავიანი. მას წინა ბორბლებთან წყვილბერკეტიანი დამოუკიდებელი დაკიდების სისტემა აკავშირებს, უკანებთან კი - მრავალბერკეტიანი.

ახალი „ჯულია QV“ 1530 კილოგრამს იწონის, ანუ „ბეემვე M3-ზე“ 30 კილოგრამით მსუბუქია. ამასთან, წინა და უკანა ღერძებს შორის, წონა თანაბრად არის (50:50-ზე) განაწილებული. ინჟინრებმა ავტომობილის სიმსუბუქეს, კარბონის კომპოზიტისა და ალუმინის ინტენსიურად გამოყენებით მიაღწიეს. როგორც „ალფა რომეო“ ირწმუნება, „ჯულია QV-ს“ თავის კლასში, წონისა და სიმძლავრის საუკეთესო ფარდობა აქვს.
„ჯულია QV“ აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6 ძრავით არის აღჭურვილი, რომლის სრულყოფაზეც, „ფერარის“ და „მაზერატის“ ინჟინრებიც მუშაობდნენ. ძრავი აღჭურვილია ცილინდრების დეაქტივაციის სისტემით, რომელიც მცირე დატვირთვისას, მომუშავე ცილინდრების რაოდენობას ამცირებს. ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური, ან 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი იმუშავებს. ამ აღჭურვილობით, სედანს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.9 წამში შეუძლია.
სედანის აღჭურვილობაში შევიდა მაბრუნი მომენტის განაწილების სისტემა, რომელიც უკანა დიფერენციალს, ბორბლებს შორის მომენტის საჭიროებისამებრ განაწილების საშუალებასაც აძლევს. როგორც „ალფა“ აცხადებს, ამ სისტემის დახმარებით, ავტომობილი მცირე ჩაჭიდების პირობებშიც კი, დამაჯერებლად გადაადგილებას ახერხებს.
გარდა ამისა, მილანურმა კომპანიამ მუხრუჭების ახალი სისტემაც შეიმუშავა, რომელსაც „ინოვაციური ელექტრომექანიკური სისტემა“ უწოდა. ამ სისტემაში ინტეგრირებულია სტაბილურობის კონტროლის სისტემა. მუხრუჭებს ასევე სერვო სისტემა ემსახურება, რომელიც დაუყოვნებლივ რეაქციას უზრუნველყოფს, ეს კი ავტომობილს რეკორდულად მცირე სამუხრუჭე მანძილით გამოარჩევს.
ავტომობილი აეროდინამიკურადაც დახვეწილია. წინ მას აქვს აქტიური სპლიტერი, რომელიც მაღალ სიჩქარეზე თავისით იცვლის დახრის კუთხეს და ავტომობილის უკეთეს აეროდინამიკურ დატვირთვას უზრუნველყოფს. „ჯულია QV-ს“ უკან კი დიფუზორი განლაგდა, რომელიც უკანა ბორბლების უკეთეს ჩაჭიდებას ემსახურება. ახალ სედანს, ოთხი სამუშაო რეჟიმი აქვს. ესენია: დაინემიკი, ნეჩურალი, ედვანსდ ეფიციენტ და ნეიჩურალი რეისინგ.

No comments:

Post a Comment