Someone Help MTM Build This Awesome 444hp Group B
A1 Quattro
29 ივნისი
გერმანულმა სატუნინგო კომპანია MTM-მა, „აუდი A1-ის“
ბაზაზე შეიმუშავა სატუნინგო პაკეტი, რომელიც ამ უწყინარ ჰეჩბეკს, ნამდვილ მონსტრად
გადააქცევს, ისეთად, როგორიც ერთ დროს ჯგუფ B-ს ლეგენდარული სარბოლო „აუდი კვატრო“
იყო. ოღონდ, ამ პაკეტის რეალიზაციისთვის საჭიროა, რომ კომპანიამ ასეთი ავტომობილის
საჭირო რაოდენობით მუშტარი წინასწარ შეაგროვოს.
„აუდი A1 კვატროს“ პაკეტის პროექტს, MTM-ის ინჟინერი
როლანდ ჰოლი უძღვებოდა. პაკეტი ითვალისწინებს 2.0-ლიტრიანი TFSI ძრავის 450 ცხენის
ძალამდე გაძლიერებას. გარდა ამისა, მყიდველის სურვილის შემთხვევაში, MTM-ს კაპოტის
ქვეშ ხუთცილინდრიანი 2.5-ლიტრიანი TFSI ძრავის ჩადგმა შეუძლია. ამ აგრეგატის
სიმძლავრე 500 ცხენის ძალაზე მეტი იქნება.
ასეთი ავტომობილის მეტსახელი, „ნარდო“ იქნება.
სწორედ ასე ჰქვია ადგილს, სადაც „პორშეს“ სატესტო ოვალური ტრეკი მდბარეობს,
რომელზეც „აუდი A1-ის“ ვერსია „ნარდოს“ 324 კმ/სთ სიჩქარე აქვს აკრეფილი!
ხუთცილინდრიანი ძრავის არჩევის შემთხვევაში, მყიდველს ოპციის სახით, სეკვენტალურ
გადაცემათა კოლოფსაც შესთავაზებენ.
შეიცვლება სტანდარტული A1-ის გარეგნობაც. ავტომობილი
გაგანიერდება, აღიჭურვება აეროდინამიკური ელემენტებით, მათ შორის, უკანა ანტი
ფრთით, რომელიც სახურავის ბოლოში განლაგდება და ახალი ბამპერებით. და რაც ასევე მნიშვნელოვანია,
ლეგენდარული სარბოლო „კვატროს“ ფერებში შეიღებება. ოღონდ, აქ ერთი პრობლემა
შეიძლება შეიქმნას - მაშინ გერმანული საქარხნო გუნდის სპონსორი, სიგარეტის მარკა HB
იყო, თამბაქოს რეკლამა კი ევროპაში აკრძალულია. ამიტომ, ევროპელი მყიდველისთვის,
სხვა ვარიანტის შერჩევა გახდება საჭირო.
MTM -ის შეფი როლანდ მაიერი ამბობს, რომ 450-ცხენისძალიანი
„A1 კვატროს“ ფასი, 120 000 ევროა. ამასთან, ავტომობილი საგზაო სერტიფიკატსაც
მიიღებს. MTM მინიმუმ 10 ცალი ასეთი ავტომობილის დამზადებას აპირებს. სწორედ ამდენი
კლიენტია საჭირო იმისათვის, რომ კომპანიამ პროექტის განხორციელება დაიწყოს.
No comments:
Post a Comment