Tuesday, June 9, 2015

„ბეემვემ“ LMP1 პროექტზე მუშაობა უარყო

BMW Rejects Speculation Regarding a LMP1 Project
9 ივნისი
„ბეემვემ“ უარყო ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ლე მანის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობას გეგმავს. ბავარიული კომპანიის მოტორსპორტის შტოს შეფმა იენს მარკარდტმა ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას განცხადა, რომ ამ რბოლაში და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვის შემთხვევაში, „ბეემვე“ რიგით მხოლოდ მეხუთე იქნება „აუდის“, „ტოიოტას“, „პორშეს“ და „ნისანის“ შემდეგ, რაც მისი კომპანიის ფილოსოფიას არ შეესაბამება.
„ამჟამად LMP1 კლასი ჰიბრიდული ავტომობილების არენაა, სადაც ჩვცენ ლიდერები ვერ ვიქნებით. უფრო მეტიც, ჩვენ მათთან ახლოსაც ვერ ვიქნებით და კონკურენტებს შორის მხოლოდ მეხუთე საფეხურს თუ დავიკავებთ. როგორც წესი, ჩვენ „ბეემვეში“ ყოველთვის ასე ვიქცევით - დაწვრილებით განვიხილავთ ჩვენს მიმდინარე საქმიანობას და საკუთარ თავს ვეკითხებით - გვაძლევს ეს იმას, რაც გვინდა? ამის შემდეგ, უფრო შორს გახედვაც შეიძლება. ვნახავთ, რისი გაკეთება შეიძლება. ეს შეიძება იყოს ფორმულა 1, ან LMP, ან ფორმულა E. მოკლედ, ყველაფერი“, - ამბობს მარკარდტი.
„ბეემვე“ ფორმულა 1-შიც იყო, ლე მანზეც. ფორმულა ერთში რამდენიმე რბოლის მოგებით შემოიფარგლა და დიდი პრიზების ცირკი, ინტერესების შეცვლის მომიზეზებით დატოვა. ლე მანი ერთხელ, 1999 წელს მოიგო. მაშინ მისი პროტოტიპი V120 ძრავით იყო აღჭურვილი, მაგრამ ახლა სულ სხვა დროა. ლე მანზე რეგლამენტი ისე შეიცვალა, რომ მხოლოდ შიდაწვის ძრავით აღჭურვილ პროტოტიპებს იქ არაფრის შანსი არ აქვთ.
ამჟამდ ბავარიული კომპანია ევროპაში მხოლოდ DTM-ის (გერმანიის ტურიზმის კლასის ჩემპიონატი) სერიაშია ჩართული, ამერიკაში კი „ტუდორის“ სპორტული ავტომობილების გაერთიანებულ ჩემპიონატში მონაწილეობს. გარდა ამისა, GT3 კლასის ავტომობილების სხვადასხვა სერიებში, მისი Z4 მონაწილეობს.

No comments:

Post a Comment