Ford Unveils Shelby GT350R-C Race Car
25 ივნისი
დღეს და ხვალ, უოტკინს გლენის ავტოდრომზე, უახლესი „ფორდ
შელბი GT350R-ის“ სარბოლო ვერსიის ნათლობა შედგება - ცისფერი ოვალის პარტნიორი,
კანადური „მულტიმეტიკ მოტორსპორტსი“ ამ ავტომობილით, IMSA-ს სერიის სპორტული
ავტომობილების რბოლაში იასპარეზებს.
„შელბი GT350R-C“ იმავე ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც
საგზაო ავტომობილი. ესაა 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V8, რომელსაც მუხლა ლილვზე
მრადმხარებს შორის 180-გრადუსიანი დაშრება აქვს. ცისფერი ოვალი არ აკონკრეტებს
სარბოლო ვერსიის ძრავის მახასიათებლებს. სერიულ ვერსიას ის 529 ცხენის ძალას და 581
ნიუტონმეტრს ანიჭებს.
სამაგიეროდ, „ფორდი“ აცხადებს, რომ სარბოლო
ავტომობილი, GT350R-ის დამოუკიდებელი საკიდარის რბოლებისთვის ადაპტირებული
ვარიანტითაა აღჭურვილი. მოდიფიკაციის შედეგად შეიცვალა ზამბარის ხვიების რიცხვი, ასევე
სტაბილიზატორების მახასიათებლები. შემცირდა კლირენსი. საკიდარში სახსრული
გადაცემები, სარბოლო ვერსიებით შეიცვალა.
„ისევე როგორც წინა მუსტანგების შემთხვევაში, შელბი
GT350R-იც რბოლებისთვისაა შექმნილი. და ახლა ვნახავთ, რა შეუძლია უახლეს GT350R-C-ს
მსოფლიოში ყველაზე კონკურენტულ სერიაში“, - ამბობს „ფორდ პერფორმენსის“ დირექტორი დეივ
პერიაკი. „მულტიმეტიკ მოტორსპორტის“ (ეს კომპანია გამოუშვებს „ფორდის“ უახლეს
სუპერ ავტომობილ GT-ს) მანქანებს პილოტირებას ბილი ჯონსონი, სკოტ
მაქსველი, ოსტინ ჩინდრიჩი და ჯეიდ ბაფორდი გაუწევენ.
No comments:
Post a Comment