Thursday, June 4, 2015

GP700 - ავსტრალიური ავტომობილი წარმოუდგენელი შესაძლებლობებით

Supercar Stats Define Quantum Performance Vehicles' GP700
4 ივნისი
ამ ავტომობილს გარეგნობით ნუ განსჯით. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის ავსტრალიელმა მამა-შვილმა შვიდწლიანი გარჯის შედეგად შექმნა. მეორეც, ფორმულას სტილის ავტომობილის კოკპიტში მათ როგორღაც ორი ადგილი ჩაატიეს. ეს რა მოსატანია იმასთან, რომ თეორიულად, ავტომობილს, რომლის სახელიცაა GP700, საათში 280 კილომეტრით მოძრაობისას, ამოყირავებულს გავლა შეუძლია.

ცოტაა? ამით ავტომობილის ღირსებები არ დასრულებულა. კომპანია „კვანტუმ პერფორმენს ვიიქლზმა“ თავისი პირველი სატრეკო ავტომობილი, „ჰონდას“ K-სერიის 2.7-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი, წყვილ ტურბოიანი ძრავით აღჭურვა, რომელიც 700 ცხენის ძალას და 653 ნიუტონმეტრს იძლევა - „მერსედესის“ ფორმულა 1-ის ბოლიდის სიმძლავრემდე ბევრი აღარ უკლია. ძრათან წყვილში, კომპანია „ჰოლინჯერის“ წარმოების 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი მუშაობს.
ამ აღჭურვილობით, GP700-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2.6 წამში შეუძლია. ავსტრალიური კომპანია თავისი სატრეკო სუპერ ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეს არ აქვეყნებს. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ავტომობილის შასი და ძარა მეტწილად, ალუმინისა და კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული, რითაც მისმა ავტორებმა, სიმსუბუქის გარდა, გრეხვითი დატვირთვებისადმი მაღალ მედგობასაც მიაღწიეს. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ სიმძლავრის და წონის ფარდობა არის 1:1-ზე, ანუ იმდენივე, რამდენიც შვედურ სუპერ ავტომობილ „კიონგსეგ აგერა ვან:1-ს“ აქვს.
გარდა ამისა, ავტომობილი კარგი აეროდინამიკითაც გამოირჩევა, რაც მის საუცხოო ჩაჭიდებას განაპირობებს. მაგალითად, აჩქარებისას ჩაჭიდება 1.2g-ს აღწევს, ნლ მოსახვევების გავლისას, ავტომობილი 1.9g ცენტრიდანულ გადატვირთვებს უძლებს, 180 კმ/სთ სიჩქარით მოსახვევის გავლისას კი იგივე ტიპის გადატვირთვა 2.5g-ს აღწევს. 280 კმ/სთ სიჩქარეზე რომ ამოყირავებულს მოძრაობა შეუძლია, ამაზე უკვე ვთქვით. ამ დროს მისი ჩაჭიდება 1.8g-ს აღწევს. შენლებისას გადატვირთვა 2g-ს აღწევს, ეს კი იმაზე მეტია, რასაც სამხედრო თვითმფრინავის პილოტი, ავიამზიდზე დაშვებისას განიცდის.
ასეთი მონაცემების ავტომობილს, ფასიც ძალიან მაღალი აქვს - 695 000 დოლარი ღირს. ავსტრალიური კომპანია, GP700-ის გასაღების ბაზრებად ავსტრალიას, შეერთებულ შტატებს და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ასახელებს.

No comments:

Post a Comment