Mercedes G63 AMG 6x6 Tuned to 840 HP by Mansory,
Stuffed with Carbon
26 ივნისი
„მერსედეს-ბენცის“ ექვსბორბლიანი მონსტრი G63 AMG
6x6 ისედაც ძალიან გამორჩეული ავტომობილი. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ექვსი
წამყვანი ბორბალი აქვს და ძალიან ცოტა - სულ რაღაც, 100 ცალი დამზადდა. მაგრამ
სატუნინგო ატელიე „მანსორისთვის“ ესეც არ ყოფილა საკმარისი. კომპანიამ ამ ასიდან
ერთ-ერთის შეძენა მოახერხა და მისგან კიდევ უფრო გამორჩეული და ძალიან მძლავრი
ვერსია შეიმუშავა.
რაც შეეხება გარეგნობას, აქაც ბევრი რამაა შეცვლილი,
განსაკუთრებით პიკაპის წინა ნაწილში. აქ ახალი ბამპერი და რადიატორის ცხაური
იქცევს ყურადღებას, რომლის ჰორიზონტალური ტიხრებიც, ერთგვარ ელერონებს მოგაგონებთ.
შეიცვალა ფარები, კაპოტზე კი სავენტილაციო ჭრილები გაჩნდა. მთავარი ფარების ქვეშ,
თხევადკრისტალური ელემენტებით დამზადებული დღის ფარები განლაგდა, სახურავის წინა
კიდეზე კი, დამტებით ოთხი ფარი დააყენეს.
„მანსორიმ“ მის მიერ დამატებული ახალი ელემენტების
უმეტესობა კარბონის კომპოზიტისგან დაამზადა. ამავე მასალით დამზადდა გარე
სარკეების ბუდეები, ბორბლების თაღები და უკანა პატარა დიფუზორიც კი. დაბოლოს,
ექვსბორბლიანი პიკაპის „მანსორისეული“ ვერსია ყვითლად შეიღება.
გერმანულ ატელიეს თავისი მონსტრის ფასი არ
გამოუქვეყნებია.
No comments:
Post a Comment