Ford Starts Building 2016 Explorer In Chicago
13 ივნისი
„ფორდმა“ თავის ჩიკაგოს ქარხანაში, თავის ყველაზე
გაყიდვად უგზოობის მოდელ „ექსპლორერის“ განახლებული ვერსიის წარმოება დაიწყო. ცისფერმა
ოვალმა ეს ავტომობილი პირველად 1990 წელს გამოუშვა და მას შემდეგ უკვე 7 მილიონზე მეტი
გაჰყიდა. უკვე 25 წელია, რაც „ექსპლორერი“ ამერიკის ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი უგზოობის
ავტომობილის წოდებას ინარჩუნებს.
განახლების შემდეგ, „ექსპლორერს“ მნიშვნელოვნად
შეუცვალეს გარეგნობა. ამასთან ძრავების გამაში, სერია ეკობუსტის ოტხცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი
ტურბო ძრავი შევიდა, რომელიც 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მყიდველს ახალ, „პლატინუმ“
სერიას შესთავაზებენ. გარდა ამისა, ავტომობილი უახლესი ტექნოლოგიებითაც აღიჭურვა.
ამერიკული კომპანია იმედოვნებს, რომ განახლებული „ექსპლორერი“
კიდევ უფრო პოპულარული გახდება და ამ იმედებს გაყიდვების პირველი მონაცემები უკვე
ამართლებს. შეკვეთების მიღება საბაზო ვერსია XLT-ზე,
ლიმიტედსა და სპორტზე მაისიდან დაიწყო და შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, 24
პროცენტით გაიზარდა. და ეს 2004 წლის შემდეგ, მაისის ყველაზე კარგი მაჩვენებელია.
პლატინუმ სერიის „ექსპლორერის“ განმასხვავებელია უფრო
მდიდრულად გაფორმებული ექსტერიერი და ინტერიერი, თხევადკრისტალური მთავარი ფარები,
ლუქი ორმაგი პანელით, 20-დუიმიანი ბორბლები, ახალი, მულტი კონტურიანი წინა სავარძლები,
რომლებიც მარკა „ნირვანას“ ტყავითაა გაწყობილი. სალონის გასაწყობად ასევე გამოყენებულია
ალუმინის და ხის ჩანართები.
ცისფერი ოვალისთვის „ექსპლორერი“ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ
ექსპორტირებადი ავტომობილია - შარშან ჩიკაგოს ქარხანაში გამოშვებული 54 000
ავტომობილი უცხოეთში გაიგზავნა. ცნობისათვის, ეს უგზოობის ავტომობილი, მსოფლიოს 100-ზე
მეტ ქვეყანაში იყიდება.
No comments:
Post a Comment