Is This Gorgeous One-Of-A-Kind Ferrari Testa
D’Oro for Sale?
22 ივნისი
„ფერარის“ ავტომობილები ყოველთვის გამორჩეულია. მათ
მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ჰყავთ თაყვანსმცემლები. კვიცებს შორის გამორჩეულები კი
იტალიურ კომპანიას მოდენასა და მარანელოში არსებულ, თავის მუზეუმებში აქვს გამოფენილი.
ერთ-ერთი მათგანია სარეკორდო გარბენის შესასრულებლად შემუშავებული „ტესტა დ’ორო“,
რომელიც მხოლოდ ერთი ეგზემპლარი დამზადდა.
ეს ავტომობილი 1989 წელს დამზადდა. სახელის
მიხედვით ადვილი მისახვედრია, რომ ბაზისად „ტესტაროზაა“ აღებული. „ტესტა დ’ოროს“
სტილი, ინდუსტრიული დიზაინის გერმანელ ვარსკვლავ ლუიჯი კოლანის მიერაა შექმნილი.
მას თავის დროზე „ფიატში“, „ალფა რომეოში“, „ლანჩაში“, „ფოლკსვაგენსა“ და „ბეემვეში“
უმუშავია და არასაავტომობილო სფეროშიც არაერთი გამორჩეული პროექტი აქვს შექმნილი.
კოლანიმ მიზნად დაისახა ისეთი ავტომობილის დამზადება,
რომელიც ბონვილის (აშშ, იუტა) დამშრალი ტბის მარილიან ფსკერზე, სიჩქარის რეკორდი
დაემყარებინა. „ტესტაროზას“ შასის გარდა, მან 5.0-ლიტრიანი V12 ძრავიც ამ
ავტომობილისგან აიღო. ოღონდ, ორი ტურბო კომპრესორით აღჭურვა, რის შედეგადაც, სიმძლავრე
750 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ძრავის მოდიფიცირებაში კოლანის კომპანია „ლოტეკი“
დაეხმარა. 1991 წელს, ავტომობილმა დასახულ მიზანს მიაღწია - ბონვილზე თავის კლასში
351 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.
ჯერჯერობით უცნობია ამ უნკალური ავტომობილის ფასი. ერთი
რამის თქმა თამამად შეიძლება - ავტოკოლექციონერები მასში მილიონებს არ დაიშურებენ.
No comments:
Post a Comment