Audi CEO Says No to Minivans, Hints TTQ Arriving
after 2020
19 ივნისი
„აუდის“ საინვესტიციო გეგმა, რომლის ფინანსური
მოცულობაც 24 მილიარდ ევროს შეადგენს, 2020 წლისთვის, გერმანული კომპანიის პრემიუმ
სეგმენტის ლიდერად გარდაქმნას ითვალისწინებს. ამისათვის, ოთხი რგოლი ინტენსიურად
მუშაობს მისთვის სრულიად ახალ სეგმენტებში შეღწევაზე, უახლესი, ეკოლოგიური
ტექნოლოგიების ათვისებასა მწვანე ავტომობილების წარმოების ფართოდ გაშლაზე.
„აუდისთვის“ სამოდელო გამის გასაფართოებლად,
ყველაზე დიდი რესურსი ქროსოვერებში აქვს, სადაც ის ჯერ მხოლოდ რამდენიმე მოდელითაა
წარმოდგენილი. მაგრამ როგორც კომპანიის მთავარი აღმასრულებელი, რუპერტ შტადლერი
ამბობს, ინგოლშტადტელები სწორედ ამ მიმართულებით აპირებენ ინტენსიურ მუშაობას.
მაგრამ იმავდროლად, „აუდის“ პრაქტიკულად არ აინტერესებს მინივენები.
საინვესტიციო გეგმის განხორციელების შემდეგ,
„აუდის“ სამოდელო გამა 50-60 ავტომობილამდე უნდა გაიზარდოს. ამის შემდეგაც,
კომპანია გაფართოებას გააგრძელებს, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაბიჯებით მოხდება.
შტადლერმა ისიც განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი TT-ს ბაზაზე
ქროსოვერის (TTQ, ფოტოზე) წარმოება. მაგრამ ამის მიზეზი ის კი არაა, არ ამ
ავტომობილს საერთოდ არ გამოუშვებენ. უბრალოდ, ინგოლშტადტელები TTQ-ს მოდულურ
პლატფორმა TTQ-ს მეორე თაობაზე აგებას აპირებენ, რომელიც ჯერ არ შეუმუშავებიათ. ეს
კი ნიშნავს, რომ ამ ავტომობილს ბაზარი 2020 წელზე ადრე ვერ იხილავს.
შტადლერმა
ასევე განაცხადა, რომ „აუდი“ არ აპირებს კონცეპტ „პროლოგ ავანტის“ სერიული ვერსიის
გამოშვებას. ის თვლის, რომ ამ ავტომობილზე გლობალური მოთხოვნა საკმარისი არ იქნება
იმისათვის, რომ ის გამოუშვას. არადა, ჟენევის მოტორ შოუზე, ამ კონცეპტუალურმა
ავტომობილმა კარგი გამოხმაურება მიიღო. დაკიდევ, მიუხედავად იმისა, რომ
მინივენებზე ამერიკაში სოლიდური მოთხოვნაა, „აუდი“ ამ ტიპის ავტომობილების
წარმოებას არ გეგმავს. ამის მიზეზს შტადლერი მარტივად განმარტავს: ხალხი მზადაა,
ქროსოვერებში უფრო მეტი გადაიხადოს, რადგან ამ ტიპის ავტომობილები სულ უფრო მზარდი
პოპულარობით სარგებლობს.
No comments:
Post a Comment