Suzuki Builds Its First Diesel Engine, A 0.8L
2-Cylinder Rated At 47 HP
7 ივნისი
„სუზუკიმ“ თავის ისტორიაში პირველი დიზელის ძრავი
შეიმუშავა. ეს არის მსუბუქი, 0.8-ლიტრიანი, ორცილინდრიანი ტურბო აგრეგატი, რომლითაც
პირველ რიგში, ინდური ბაზრისთვის განკუთვნილი მცირელიტრაჟიანი ავტომობილები
აღიჭურვება. პირველი ავტომობილი, რომელზეც იაპონური კომპანია ამ ძრავს გამოიყენებს,
საქალაქო მინი ავტომობილი „სელერიოა“.
ინდოეთში დიზელის აგრეგატები პოპულარულია, რასაც ქვეყნის
მთავრობის მიერ დიზელის საწვავის სუბსიდირება განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ
აქამდე „სუზუკი“ ძირითადად თავისი პარტნიორი კომპანიების წარმოების, ან მათი
ლიცენზიით, მის მიერ წარმოებულ დიზელის აგრეგატებს იყენებდა. ახალი ძრავი კი მხოლოდ
საკუთარი ძალებით შეიმუშავა და გამოუშვა კიდეც.
ახალი ტურბო ძრავი 47 ცხენის ძალას (3 500 ბრ/წთ-ზე)
და 125 ნიუტონმეტრს (2 000 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ამ ძრავით აღჭურვილ „სელერიოს“
ერთი ლიტრი დიზელით 27.62 კილომეტრის გავლა შეუძლია, ანუ ას კილომეტრს 3.7 ლიტრი
საწვავით გადის. როგორც „სუზუკი“ ამბობს, ამ ხარჯით, „სელერიო“ ინდურ ბაზარზე
ყველაზე ეკონომიური ავტომობილი გახდება.
იაპონური კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში
წერია, რომ ახალი ძრავის (E08A) შემუშავებისას, ინჟინრებმა აქცენტი წონის
შემცირებაზე გააკეთეს. ამიტომ, ძრავის ცილინდრების ბლოკი ალუმინსგან დამზადდა. იგივე
მეტალი, საწვავის განაწილების სისტემის და ტურბო კომპრესორისთვისაც გამოიყენეს.
ძრავი
დაბალ ბრუნვებზე მაღალი მაბრუნი მომენტით გამორჩევა, რაც მის ექსპლუატაციას
მოსახერხებელსაც ხდის და საწვავის ეკონომიურ მოხმარებასაც განაპირობებს. მას აქვს
დაბალი კუმშვის ხარისხი და დიდი ინტერქულერი. ოპტიმიზებული მქნევარას დახმარებით, მიუხედავად
იმისა, რომ მხოლოდ ორცილინდრიანია, ძრავი ვიბრაციის დაბალი დონით გამოირჩევა.
No comments:
Post a Comment