Motor racing-Force India to have revised car for
Silverstone
15 ივნისი
„ფორს ინდიას“ ხელმძღვანელის როლის შემსრულებელ ბობ
ფერნლის თქმით, მისი გუნდი თავისი სარბოლო ბოლიდის ძირეულად განახლებული ვერსიის ტესტირებას,
ავსტრიის დიდი პრიზის პრაქტიკებზე გეგმავს, ავტომობილის სარბოლო დებიუტი კი ბრიტანეთის
დიდი პრიზის რბოლისას შედგება, რომელიც ივლისში გაიმართება.
„ჩვენ ყველა საჭირო ქრეშ ტესტი გავიარეთ. პირველ
ცდაზე ეს ვერ შევძელით, მაგრამ მეორედ ყველაფერი გამოგვივიდა და ახლა მზად ვართ,
მისი საგზაო ტესტირებაც ჩავატაროთ. რბოლაში პირველად კი სილვერსტოუნზე გამოვიყვანთ“,
- კანადური რბოლის შემდეგ, როიტერსთან საუბრისას განაცხადა ფერნლიმ.
ის დასძენს, რომ თავდაპირველად, გუნდს ერთი ახალი მანქანის
ავსტრიისთვის მომზადების შანსი ჰქონდა. თუმცა ამ შემთხვევაში, მონეტა უნდა აეგდოთ
იმისათვის, რომ გარკვეულიყო - მას სერხიო პერესს მისცემდნენ, თუ ნიკო ჰულკენბერგს.
მაგრამ მონეტის აგდება საჭირო აღარაა, რადგან სილვერსტოუნისთვის, ორივე მანქანა
მზად იქნება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ისაა, რომ
სილვერსტოუნზე ორი ახალი მანქანის გამოყვანას შევძლებთ. ასე ორივე მრბოლს თანაბარ
შესაძლებლობას მივცემთ. ეს წინა მანქანისგან ძალიან განსხვავდება. მასში თავის
მოიყარა განვითარების მასიური პროგრამის ყველა დეტალმა, რომლებიც ჩვენ ჯერ კიდევ ზამთრის
ტესტების დროს შევიმუშავეთ. ალბათ რუსეთის შარშანდელი რბოლის შემდეგ, მანქანის მინიმალურად
განვითარება შევძელით. ამ დროში, ჩვენ აეროდინამიკური დეპარტამენტის მუშაობის
ფილოსოფია ძირეულად შევცვალეთ“, - ყვება ფერნლი, ვინც დასძენს, რომ ავსტრიაში,
ახალი მანქანის ტესტირების საშუალება ორივე პილოტს მიეცემა.
ის დარწმუნებულია, რომ გუნდის ინჟინრებმა შესანიშნავად
იმუშავეს და ამას კომპიუტერული მოდელირებაც ადასტურებს. რაც მთავარია, B
სპეციფიკაციის მომზადების პერიოდში, გუნდმა შეძლო და მეტოქეებს მეტნაკლებ
კონკურენციას უწევდა. და ეს მაშინ, როცა მანქანა პრაქტიკულად არ განუვითარებიათ.
ამის მიზეზი კი ფინანსური რესურსის ნაკლებობაა. ამის გამო, ახლანდელი მანქანის ტრასაზე
გამოყვანა მხოლოდ წინასასეზონო ტესტების ბოლო, მესამე სერიის დროს შეძლეს.
ასეთი პრობლემების მიუხედავად, „ფორს ინდიას“ ამჟამად
კონსტრუქტორთა თასზე მეექვსე ადგილი უკავია. მას ერთი ქულით ჩამორჩება „ლოტუსი“, ორით
კი - „ტორო როსო“.
No comments:
Post a Comment