Saturday, June 13, 2015

„მაკლარენი“ ავსტრიისთვის ბოლიდის ახალ ცხვირს ამზადებს

McLaren can use new nose in Austria after passing crash test
13 ივნისი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ ავსტრიის დიდი პრიზისთვის, მანქანის ახალი ცხვირის გამოყენების უფლება მოიპოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამ ელემენტმა ქრეშ ტესტები წარმატებით გაიარა. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაა, უოკინგელები ახალი ცხვირით ავსტრიაშივე იასპარეზებენ, თუ მის გამოყენებას შემდგომი ეტაპებიდან დაიწყებენ.
ახალი ცხვირი შედარებით მოკლეა და როგორც აეროდინამიკური კვლევები აჩვენებს, ის უფრო ეფექტურია, ვიდრე გრძელი ცხვირი. ამიტომ, „მაკლარენის“ გარდა, სხვა გუნდებიც (რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ) აპირებენ მოკლე ცხვირზე გადასვლას. მაგრამ ეს იოლი არაა, რადგან ქრეშ ტესტებია გასავლელი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ზოგმა გუნდმა ტესტები რამდენჯერმე ვერ გაიარა.
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ MP4-30-ის ცხვირის ახალმა სეგმენტმა FIA-ს ქრეშ ტესტები წარმატებით გაიარა და ჩვენ მისი გამოყენება ავსტრიის დიდი პრიზიდან შეგვიძლია“, - ნათქვამია „მაკლარენის“ მიერ საკუთარ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სხვათა შორის, ცხვირის გარდა, „მაკლარენი“ სხვა აეროდინამიკურ ელემენტებზეც მუშაობდა და მათი გამოყენბა იმ შემთხვევაში გადაწყდბა, თუ სიახლეების მთლიანი
პაკეტი ეფექტური გამოდგება. საქმე ისაა, რომ ცხვირის შეცვლა, მანქანის გარშემო და მის ქვეშ ჰაერის ნაკადის განაწილებას შეცვლის. მარტო ცხვირის შეცვლა ეფექტს ვერ მოიტანს. სწორედ ამიტომ, შესაძლოა უოკინგელებმა ავსტრიაში ახალი ცხვირის დაყენება არ იჩქარონ, ან ის ჯერ მხოლოდ თავისუფალი პრაქტიკების დროს გამოიყენონ.

No comments:

Post a Comment