Friday, June 26, 2015

„მინიმ“ ლოგო და განვითარების გეგმა შეცვალა

Mini Confirms Focus On Five Core Models, Unveils New Logo
26 ივნისი
„ბეემვეს“ მმართველთა საბჭოს წევრმა, „მინის“, „როლს-როისის“, „ბეემვე მოტორრადის“ და ტუნინგის შტოების კურატორმა პეტერ შვარცენბაუერმა განაცხადა, რომ მალე ბრენდ „მინის“ სამოდელო გამაში, მხოლოდ ხუთი ძირითადი მოდელი დარჩება. მანვე საზოგადოებას ბრიტანული კომპანიის ახალი ლოგო წარუდგინა.
„მომავალში მხოლოდ ხუთ ძირითად მოდელზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც მტკიცე ხასიათით გამოირჩევიან. ჩვენ ღია ვართ ახალი იდეებისთვის და ბიზნესის ახალი არეებისთვის. ჩვენ ბრენდის ვიზუალურ იდენტურობას განვავითარებთ. აუცილებლად გავაფართოებთ პრემიუმ კომპაქტ კლასში ჩვენს ბიზნესს, რაშიც ახალი მომხმარებლების მოზიდვა დაგვეხმარება“, - თავისი ბრენდის წარმოების სტრატეგიაზე ამბობს შვარცენბაუერი.
მას არ დაუკონკრეტებია ის ხუთი მოდლი, რომლების წარმოებაზე ყურადღების გამახვილებასაც „მინი“ აპირებს. მათგან ოთხის გამოცნობა ადვილია. ესენია ჰეჩბეკი თავისი ოთხკარიანი ვერსიით, მოდლი „ქლაბმენი“ და ქროსოვერი „ქანთრიმენი“. უკვე გადაწყვეტილია „კუპესა“ და „როდსტერის“ წარმოების შეწყვეტა. ასევე დიდი ალბათობით, იგივე ბედი ქროსოვერ „პეისმენსაც“ ელის. რაც შეეხება მეხუთე მოდელს, ის შეიძლება იყოს კონცეპტ „სუპერლეგერას“ სერიული ვერსია, ან ჯუჯა კონცეპტ „როკეტმენის“ სერიული ვერსია.
რაც შეეხება ახალ ლოგოს, რომელიც შვეიცარიელი დიზაინერების მიერაა შემუშავებული, შვარცენბაუერი მას შემდეგნაირად განმარტავს: „ახალი ლოგო, მისი ახალი ტიპოგრაფია და ახალი ტონალობა, ბაზირებულია სიცხადის და აუთენტურობის პრინციპებზე. მასში ახლებურადაა ინტერპრეტირებული ჩვენი ბრენდის დნმ და ის ჩვენი წარსულისა და მომავლის სულისკვეთებას ასახავს“.

No comments:

Post a Comment