Ford Want Their Cars to See Around the Corner for
Fewer Accidents
24 ივნისი
„ფორდმა“ ახალი ელექტრონული უსაფრთხოების სისტემა
შეიმუშავა, რომელიც მძღოლს მოსახვევის მიღმა არსებულ სიტუაციას დაანახებს. უფრო
მეტიც, ამ სისტემას, ოპციის სახით უკვე სთავაზობენ მინივენების, „გალაქსის“ და „S-მაქსის“
მყიდველს. მალე კი მას ასევე ქროსოვერ „ეჯის“ ევროპელ მყიდველსაც შესთავაზებენ.
სისტემის მთავარი ნაწილი, რადიატორის ცხაურში
მოთავსებული 1 მეგაპიქსელის გარჩევადობის მქონე ვიდეო კამერაა. მისი გააქტიურება,
საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ღილაკითაა შესაძლებელი. ამის შემდეგ, მძღოლი
ავტომობილის მარჯვნივ და მარცხნივ არსებულ სიტუაციას, ინფოტაინმენტ სისტემის რვადუიმიან
სენსორულ ეკრანზე დაინახავს.
კამერის დიამეტრი 33 მილიმეტრია და მის სისუფთავეს,
სპეციალურად შემუშავებული გამრეცხი მოწყობილობა უზრუნველყოფს. ეს მოწყობილობა
ავტომატურად ამოქმედდება, როგორც კი საქარე შუშის საწმენდებს ჩართავთ. ამგვარად,
კამერა მუდმივად მაღალი ხარისხის გამოსახულებას იძლევა.
„ფორდი“ ამბობს, რომ ახალი სისტემის დახმარებით, მძღოლი
უსაფრთხოდ გამოვა ჩიხიდან, პარკირებიდან, შეიცვლის სამოძრაო ზოლს და ყოველთვის
შეძლებს იმ ადგილების გაკონტროლებას, რომელთა დანახვაც, კამერის გარეშე არ შეუძლია.
სხვათა შორის, ევროპაში ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ გზაჯვარედინებზე მომხდარი
საგზაო შემთხვევების 19 პროცენტის გამომწვევი მიზეზი, გზის ხილვადობის ნაკლებობაა.
ცისფერ ოვალში ვარაუდობენ, რომ მსგავსი სისტემები, ESP-ს
და ABS-ის
მსგავსად, მალე სავალდებულო გახდება.
No comments:
Post a Comment