დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, June 22, 2015

ნურბურგრინგზე სიჩქარე შეიზღუდება

Nürburgring CEO Officially Confirms Speed Limits And Ban On Record Laps
22 ივნისი
როგორც ჩანს, წარსულს ბარდება ის დრო, როცა საავტომობილო კომპანიები, თავიანთი ავტომობილების მიერ ნურბურგრინგზე ნაჩვენები დროით იწონებდნენ თავს. ამიტომ, ლეგენდარული გერმანული ტრასის ჩრდილოური მარყუჟის წრის რეკორდის დასამყარებლად, ისინი უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ და ისეთ სრულყოფილ მანქანებს ქმნიან, რომლებითაც რომ არ იამაყო, დანაშაულიც კი იქნება.
ამ სეზონის დასაწყისში, ნურბურგრინგზე ფატალური ავარია მოხდა, რომლის დროსაც, სარბოლო „ნისან GTR-ი“ დამცავ ბადეს გადააფრინდა და ერთი მაყურებელი იმსხვერპლა. ამის გამო, გერმანიის მოტორსპორტის ასოციაციამ (DSMB), რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ტრეკზე სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი დააწესა. ტრეკის მმართველმა ესეც არ იკმარა და შეზღუდვები დამატებით სექტორებშიც დააწესა. ამგვარად, სიჩქარის შეზღუდვასთან ერთად, იქ ტრასის რეკორდების დამყარებაც გამოირიცხა.
ნურბურგრინგის მთავარი აღმასრულებელი დრექტორი კარსტენ შუმახერი ამბობს: „2015 წლის 28 მარტს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, გერმანიის მოტორსპორტის ასოციაციამ, ნურბურგრინგზე რბოლებისას სიჩქარის ზღვრები დააწესა. ჩვენ კი, ნორდშლაიფზე ამ შეზღუდვების სხვა აქტივობებზე გავრცელებაც გადავწყვიტეთ. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ტრასაზე სარეკორდო რბოლები აღარ დაიშვება“.
ამგვარად ავტომწარმოებლებს, თავიანთი შესაძლებლობების გამოსავლენად, სხვა ტრეკის ძებნა მოუწევთ. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ტრეკზე შეზღუდვები მალე მოიხსნეს, რადგან რბოლები და ტრეკის დღეები იმ შემოსავლის წყაროა, რომელიც ლეგენდარულ „მწვანე ჯოჯოხეთს“ (ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟს ასეც ეძახიან) არსებობის საშუალებას აძლევს.

No comments:

Post a Comment