დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, June 26, 2015

„ნისან ჯუკის“ საოცარი რეკორდი გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე

Nissan Juke RS Sets World Record At Goodwood FoS For Fastest Mile On Two Wheels
26 ივნისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარული შოუა. მის დროს, გუდვუდის აღმართის რბოლაში, ყველანაირ ავტომობილს ნახავთ - კლასიკურს, სარბოლოს, უბრალოდ სპორტულს, სუპერსა და სარეკორდოს. ხშირად პრემიერებიც იმართება და... რეკორდებიც მყარდება.
დღეს გუდვუდში გახსნილ ფესტივალზე, „ნისან ჯუკ RS ნისმომ“ ორ ბორბალზე, გვერდზე დახრილ მდგომარეობაში, რეკორდული სიჩქარით გაიარა ერთი მილი (1.6 კილომეტრი). ავტომობილის საჭესთან, ტრიუკების ოსტატი ტერი გრანტი იჯდა. გუდვუდს აღმართის 1.8 კილომეტრი (1.16 მილი) მან რეკორდულ დროში, 2 წუთსა და 10 წამში გაიარა და გინესის წინა რეკორდი, 45 წამით გააუმჯობესა.
სხვათა შორის, წინა რეკორდიც გრანტს ეკუთვნოდა (ოთხი წლის წინათ დაამყარა), რომელმაც განაცხადა, რომ მომავალში ეცდება თავისი რეკორდის გაუმჯობესებას.

ვიდეო

No comments:

Post a Comment