Sergio Marchionne Confirms New Ferrari Dino
5 ივნისი
„ფიატ კრაისლერის“ მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო
მარკიონემ ოფიციალურად განაცხადა, რომ „ფერარი“ მომცრო კუპეს გამოუშვებს, რომელსაც
სახელად „დინო“ დაერქმევა. ეს ინფორმაცია მარკიონემ პირველად ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარს“
გაუმხილა. მისი თქმით, „დინოს“ აღდგენა დროის ამბავი იყო და ეს დრო სწორედ ახლა
დადგა. მაგრამ ახალ „დინოს“ ის მისია აღარ ექნება, რაც 1960-70-იან წლებში ჰქონდა.
მარკიონეს თქმით, ახალი „დინოს“ მისია არც
წარმოების გაზრდაა, არც დაბალ საფასო სეგმენტში შეღწევა და არც ახალი ქვე-ბრენდის
დაარსება, როგორც ეს ამ სახელის მქონე ავტომობილის პირველი თაობის გამოსვლისას
იყო. ეს ავტომობილი იმ სეგმენტს შეავსებს, რომელიც „ფერარისგან“ მყიდველს სურს.
„ჩვენ შეიძლება 500-ცხენისძალიანი „ფერარი“ გამოვუშვათ,
მაგრამ ეს არ იქნება იაფი „ფერარი“. ეს ბრენდი უნიკალურია და ეს უნიკალურობა უნდა
შეინარჩუნოს. მირჩევნია, ბაზრის მოთხოვნაზე 500-ით ნაკლები ავტომობილი გამოვუშვათ,
ვიდრე 500-ით მეტი. ჩვენ არ უნდა გავაწბილოთ მომხმარებლის მოლოდინი იმისა, რომ „ფერარი“
ექსკლუზიური ბრენდია“, - ამბობს მარკიონე.
„დინოს“ გამოშვების შემთხვევაში, ეს იქნება „ფერარის“
გამის მეხუთე ავტომობილი. ამ ეტაპზე, მარანელოელები „კალიფორნია T-ს“, 488 GTB-ს, „F12
ბერლინეტას“ და FF-ს აწარმოებენ. ახალი ავტომობილი, გამაში „კალიფორნია T-ს“ შუაძრავიანი,
უფრო ტემპერამენტიანი ალტერნატივა გახდება და დაახლოებით იგივე ფასი ეღირება. ეს
კი ნიშნავს, რომ 200 000 დოლარზე მეტი ეღირება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის ძრავით აღიჭურვება
ახალი „დინო“. დიდი ალბათობით, ეს უნდა იყოს წყვილ ტურბოიანი V6,
რომლის სიმძლავრე 500 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. მარკიონე ამბობს, რომ არჩვანი
სწორედ V6 არქიტექტურაზე შეჩერდა. სხვათა შორის, ასეთ
ძრავებს მარანელოში ნათესავი „მაზერატისთვის“ უკვე აწარმოებენ.
ძრავების
ლიტრაჟის შემცირებას და ტურბინიზაციას ერთი მთავარი მიზეზი აქვს - „ფერარი“ მალე
გამოეყოფა „ფიატ კრაისლერს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ავტომობილების გამონაბოლქვში
ნახშირორჟანგის შემცველობას, იტალიურ-ამერიკული ალიანსის ავტომობილების შესაბამისი
მაჩვენებელი ვეღარ შეამცირებს...
No comments:
Post a Comment