Motor racing-Vettel quickest in Austrian GP
practice
19 ივნისი
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის დიდი პრიზის პირველ
თავისუფალ პრაქტიკაზე სულ რამდენიმე წრის გავლა შეძლო და ბოლო დრო აჩვენა, მეორეზე
კი ტრანსმისია დაუზიანდა, სებასტიან ფეტელმა მაინც შეძლო ორივე სესიის ჯამში საუკეთესო
დროის დაფიქსირება. ორი სესიაზე ბოლო და პირველი ადგილები მართლაც საოცარი
კონტრასტია, თუმცა ასეთია ფ1 სიურპრიზები ყოველთვის მოსალოდნელია.
პირველ სესიაზე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა მხოლოდ
ოთხი წრის გავლა მოასწრო და გადაცემათა კოლოფი გაუჭირვეულდა. ტრასაზე მეტად აღარც
გამოსულა. მეორე პრაქტიკაზე კი 28 წრის გავლა მოასწრო, მათ შორის ერთი საუკეთესო
იყო და მერე ისევ კოლოფმა უმტყუნა. როგორც გაირკვა, მეორე შემთხვევაში, ერთ-ერთ
სენსორს პრობლემა დაუფიქსირებია, თუმცა კონკრეტულად რა პრობლემა იყო, ჯერჯერობით
უცნობია.
ორივე სესიაზე მესამე უსწრაფესი კიმი რაიკონენი
იყო, რამაც „ფერარის“ შეფი მაურიციო არივაბენე ძალიან გაახარა. თუმცა ინციდენტი
მასაც შეემთხვა - როცა „ფერარის“ შეფმა პიტლეინზე გადარბენა დააპირა, მის გვერდით,
ბოქსიდან სწორედ მაშინ გამოვიდა ფელიპე მასა. ბრაზილიელმა დროულად მოასწრო
დამუხრუჭება და არივაბენეც სწრაფადვე უკან გადახტა.
და სად იყვნენ ამ დროს „მერსედესის“ პილოტები? პირველ
სესიაზე საუკეთესო დრო ნიკო როსბერგს ჰქონდა, მეორე სესიაზე კი ის მეორე დროს
დასჯერდა. ლუის ჰამილტონი კი შესაბამისად, მეორე და მეხუთე დროებს დასჯერდა.
მსოფლიოს ჩემპიონი განსაკუთრებით უკმაყოფილო პირველ სესიაზე დარჩა, რომელზეც თანაგუნდელთან
0.308 წამი წააგო.
ავსტრიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:10.401
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:10.709
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:11.028
4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:11.452
5. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:11.633
6. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:11.642
7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:11.724
8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:11.825
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:11.890
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:11.905
11. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:11.948
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:12.004
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:12.031
14. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანწთი, ლოტუსი) 1:12.050
15. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:12.159
16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:12.920
17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:13.272
18. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:13.937
19. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:15.459
20. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:15.684
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:09.600
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:09.611
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:09.860
4. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:09.914
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:10.137
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:10.160
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:10.267
8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:10.356
9. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:10.495
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:10.585
11. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:10.631
12. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:10.686
13. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:10.744
14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:10.746
15. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:11.011
16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:11.517
17. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:11.676
18. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:11.919
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:12.522
20. რობერტო
მერი (ესპანეთი, მენორი) 1:13.094
No comments:
Post a Comment