დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, June 29, 2015

„ასტონ მარტინის“ „ვულკანი“ გუდვუდში

Aston’s 800HP Vulcan Track Monster Just Scared Everyone In Goodwood
29 ივნისი
სატრეკო სუპერ ავტომობილ „ვულკანის“ მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართა, მაგრამ იქ „ასტონ მარტინმა“ მხოლოდ ავტომობილის მულიაჟი წარადგინა. გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე კი ბრიტანული კომპანის ახალი სიამაყე, V12 ძრავის გრუხუნით წარსდგა. ესაა 7.0-ლიტრიანი ატმოსფერული აგრეგატი, რომელიც ავტომობილს 800-ზე მეტი ცხენის ძალით ამარაგებს. მისი დახმარებით, „ვულკანს“ 320 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით ნავარდი შეუძლია.
 „ვულკანი“ კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონკოკურ შასიზეა აგებული, რომელიც „ასტონ მარტინის“ კანადელმა პარტნიორმა „მულტიმატიკმა“ დაამზადა. ამავე კომპანიის ნახელავია „ვულკანის“ ძარაც. კარდანის გვირაბი მაგნიუმისგან დამზადდა, თვითონ კარდანის ლილვი კი კარბონის კომპოზიტისაა. კარბონ-კერამიკული მასალისგან არის გაკეთებული სამუხრუჭე დისკოები, რომელთაგან წინები 380-მილიმეტრიანია, უკანები კი - 360-მილიმეტრიანი. მათთან წყვილში, „ბრემბოს“ წარმოების სარბოლო სისტემები მუშაობს.
ატმოსფერული ძრავის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტი, 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფის გავლით, უკანა ბორბლებს გადაეცემა. კოლოფი ძრავთან კი არ არის მიბმული, არამედ უკანა ღერძის წინ განლაგდა. ამგვარად, ინჟინრებმა წონის უკეთ განაწილებას მიაღწიეს. საკიდარიც „მულტიმატიკის“ მიერაა შემუშავებული და ის რეგულირებადია. ასევე სრულად რეგულირებადია ტრექშნ კონტროლი და მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა.
„ასტონ მარტინი“ მხოლოდ 24 ცალი „ვულკანის“ გამოშვებას აპირებს. მათი პატრონები ამ ავტომობილით სარგებლობას მხოლოდ სარბოლო ტრეკებზე შეძლებენ. ბაზარზე „ვულკანი“ იმავე სეგმენტში დაიკავებს ადგილს, სადაც „მაკლარენ P1 GTR“ და „ფერარი FXX-K“ ფიგურირებს.

No comments:

Post a Comment