Alpine Celebration Concept Unveiled At Le Mans
15 ივნისი
„რენოს“ მიერ აღდგენილმა სპორტული ავტომობილების
მწარმოებელმა ბრენდმა „ალპინმა“, თავისი დაარსებიდან 60 წლის იუბილე, ლე მანის
24-საათიანი რბოლის დღეებში აღნიშნა, სადაც ახალი შოუქარი, სახელად „ალპინ
სელებრეიშნ“ წარადგინა. ეს არის წინამორბედი სერიული კომპაქტური სპორტული
ავტომობილისა, რომლის წარმოებაც მომავალ წელს დაიწყება.
„ალპინ სელებრეიშნ“ არის ორადგილიანი კუპე, რომელიც
ბრენდის ტრადიციულ ლურჯ ფერშია შეღებილი, რომელთანაც ფორთოხლისფერია შეხამებული.
„ალპინი“ ერთ დროს სწორედ ამ ფერებში გამოწყობილი ავტომობილებით ასპარეზობდა ლე
მანის რბოლებში. რაც შეეხება ახალი კუპეს დიზაინს, ამ მხრივ, ის წარსულის მოდელ
„ალპინ A110-ს“ მოგვაგონებს.
შოუქარის ზოგიერთი ელემენტი ისეა შესრულებული, რომ
„ალპინ A110-ის“ თავისებურებები გაგვახსენოს. მაგალითად, მისი პატარა მრგვალი
ფარები, თეთრი ჯვარედინებითაა გადახაზული - სწორედ ასეთი ელემენტები ჰქონდა
„ალპინის“ რალის ავტომობილებს. რადიატორზე კი, ფორთოხლისფერად სტილიზებული A
არის გამოსახული.
ბორბლების ფორმაც ისეა შემუშავებული, რომ „ალპინის“
წარსულს გვახსენებს. მსგავსი ფორმის ბორბლებზე, 1970-იანი წლების A110 და A310 მოდელები
იდგა. დიდრონ ბორბლებში კარგად ჩანს სამუხრუჭე დისკოები და ფორთოხლისფრად შეღებილი
სამუხრუჭე სისტემები. უკან „ალპინ სელებრეიშნს“ დიდი ზომის დიფუზორი ამშვენებს,
რომლის შუაშიც, ცენტრალური სტოპ სიგნალი განლაგდა, კიდეებში კი - გამოსაბოლქვი
მილები.
გვერდითა ფანჯრების უკან მოთავსებული ჰაერის ამღებები
იმაზე მიგვანიშნებს, რომ ძრავი შუაში მოთავსდება, წამყვანი კი უკანა ბორბლები იქნება.
„რენო“ ჯერჯერობით ამ ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს. სავარაუდოდ,
ეს მოგვანებით მოხდება, როცა „ალპინ სელებრეიშნი“ სხვადასხვა ფესტივალებსა და
შოუებზე მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნება გუდვუდის სიჩქარის ფესტივალი,
რომელიც 25-28 ივნისს გაიმართება.
No comments:
Post a Comment