Jaguar Land Rover Working On Pothole Alert Technology
10 ივნისი
გარდა იმისა, რომ გზებზე არსებული ორმოები მძღოლების
დაღლას იწვევს, მათ გამო ბევრი საგზაო შემთხვევაც ხდება და ავტომობილებსაც უფრო
ხშირად სჭირდება რემონტი. ორმოები ყველგანაა, თუნდაც მცირე ხნით, სანამ მათ
გაასწორებენ. ამიტომ ეს პრობლემა მეტნაკლებად ყველას აწუხებს. მოკლედ, ორმოები
ძვირი ჯდება.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად, „იაგუარ ლენდ როვერმა“
სპეციალური სისტემის შემუშავება გადაწყვიტა, რომელიც გზაზე ორმოს დაფიქსირებას და
ამის შესახებ, მძღოლის გაფრთხილებას შეძლებს. კომპანიამ ასეთი ტექნოლოგიით უკვე
აღჭურვა „რეინჯ როვერ ევოუკის“ ექსპერიმენტული ვერსია. სისტემა აფიქსირებს ორმოს
მდებარეობას, განსაზღვრავს მის სიღრმეს, მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებს და მის
შესაბამისად, წამის მეასედებში, საკიდარს შესაბამისად მომართავს.
გარდა ამისა, სისტემას იმის შესაძლებლობაც ექნება,
რომ მის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია, სხვა ავტომობილებს (რომლებიც მსგავსი
სისტემით იქნება აღჭურვილი) გაუზიაროს. ამდნდ, მათ მძღოლებსაც ექნებათ ინფორმაცია
გზაზე არსებული სახიფათო სიტუაციის შესახებ. ამგვარად, შემცირდება არამხოლოდ
საბურავების და საკიდარის დაზიანების, არამედ ინციდენტების რაოდენობაც. ამავე
ინფორმაციას ავტომობილი იმ სამსახურებსაც გადასცემს, რომლებსაც გზების მოვლა
ევალებათ.
„ავტომობილის მოძრაობაზე და საკიდარის სიმაღლის
ცვალებადობაზე დაკვირვებით, ავტომობილს მუდმივად შეუძლია საკიდარის
მახასიათებლების ცვლა, რითაც დაზიანებულ გზებზეც კი, კომფორტულ გადაადგილებას
უზრუნველყოფს“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ ავტომობილების კავშირის გლობალური დეპარტამენტის
დირექტორი, დოქტორი მაიკ ბელი.
პროექტის შემდგომი საფეხური, „რეინჯ როვერ ევოუკზე“
ახალი, გზის ზედაპირის აღქმის ტექნოლოგიის დაყენებას ითვალისწინებს. ამ სისტემაში
ასევე შევა სტერეო ციფრული კამერა, რომელიც ავტომობილის წინ დამაგრდება და მის წინ
არსებულ გზის საფარს გააკონტროლებს. ამ ტექნოლოგიის დახმარებით, ავტომობილი
ორმოსთან მიახლოებამდე შეძლებს ორმოს დანახვას და მასთან „შესახვედრად“ მოემზადება.
მომავალში
ასევე იგეგმება ახალი სისტემის შემუშავება, რომელიც ავტომობილს ავტომტურად
გაუძღვება და ორმოებს მოარიდებს ისე, რომ არ გადავიდეს ზოლიდან და სხვა
ავტომობილებს საფრთხე არ შეუქმნას.
No comments:
Post a Comment