Report Says AMG Will Use Electric Supercharger In
The Future
13 ივნისი
არაა გამორიცხული, რომ მალე „მერსედეს-ბენცის“
ქვე-ბრენდმა AMG-მ, თავის ძრავებზე ელექტრო დამჭირხნების გამოყენება დაიწყოს. მსგავს
გადაწყვეტაზე არაერთი კომპანია უკვე ატარებს ექსპერიმენტებს და როგორც ჩანს, ფერხულში
AMG-ც ჩაერთვება. ამ ინფორმაციას, ბრიტანული გამოცემა „ავტო ექსპრესი“ ავრცელებს.
სხვათა შორის, მსგავს ტურბინებს უკვე იყენებენ ფორმულა
ერთში და ავტოსპორტის სხვა სახეობებში. ტექნოლოგია ახალია და ძვირი და სანამ
სერიულ წარმოებაში დაინერგება, აუცილებელია, რომ მისი ფასიც მისაღები იყოს.
ჯერ ძნელი სათქმელია, სამქიმიანების რომელი
ავტომობილი მიიღებს პირველი ახალი ტიპის ტურბინას. შესაძლოა, ეს იყოს შემდეგი
თაობის A-კლასი, ან ის მოდელი, რომელსაც 2017 წლისთვის განახლება ელის.
No comments:
Post a Comment