1990 Williams-Renault FW13B Formula 1 To Go Under The Hammer
10 ივნისი
ფორმულა 1-ის ავტომობილების ფასს ხშირად კითხულობენ
ხოლმე, მაგრამ ზუსტ რიცხვს ალბათ არავინ დაასახელებს. იმის თქმა შეიძლება, რომ ერთ
სეზონში ერთი ბოლიდის აგება, მომსახურება, სერვისი და სხვა, ათეულობით მილიონი
ევრო ჯდება. ადრე ეს ყველაფერი გაცილებით „იაფი“ ჯდებოდა, თუ შეიძლება, რომ ამაზე
იაფი ითქვას. მთავარი ისაა, რომ ფ1-ის ახალ ბოლიდს ვერსად შეიძენთ.
სამაგიეროდ, ძველის ყიდვა შეიძლება. ისეთისაც,
რომლითაც „ვეტერანების“ საჩვენებელ რბოლებში მიიღებთ მონაწილეობას და ისეთებისაც, როგორსაც
გავლა არ შეუძლია, რადგან გარკვეული ნაწილები აკლია. სწორდ ასეთ, უმოძრაო ბოლიდს
ჰყიდის „უილიამსი“, რომელმაც აუქციონზე გასაყიდად, თავისი 1990
წლის სარბოლო ავტომობილი, „უილიამს-რენო FW13B“ გაიმეტა.
ბრიტანულმა კომპანმ თავისი ძველი ბოლიდს საწყის
ფასად 90 000-120 000 გირვანქა სტერლინგი შეარჩია. თუმცა აუქციონზე ფასი ალბათ
გაიზრდება. ავტომობილი რა თქმა უნდა, მთელია და სრულადაა დაკომპლექტებული. აღჭურვილია
„რენოს“ ატმოსფერული 3.5-ლიტრიანი V10 ძრავით,
რომელიც მთელი კი არის, მაგრამ მის კომპლექტში არ შედის ანთების სისტემის კომპონენტები.
ავტომობილს, რომელიც „უილიამს გრან პრის“ სარეზერვო
კოლექციიდანაა, გუდვუდის ფესტივალის დღეებში, გასაყიდად „ბონჰემსის“ სააუქციონო
სახლი გამოიტანს. ამ ავტომობილით, „უილიამს-რენოს“ პილოტებმა, იტალიელმა რიკარდო
პატრეზემ და ბელგიელმა ტიერი ბუტსენმა ოთხ რბოლაში იასპარეზეს.
მანქანის ანოტაციაში „ბონჰემსი“ ერთ საინტერესო
ისტორიასაც ყვება: 1990 წლის ბრაზილიის დიდი პრიზზე, რომელიც სან პაულუს
ინტერლაგუშზე გაიმართა, ბუტსენმა კვალიფიკაციაზე მე-3 დრო აჩვენა. რბოლაში ის კიდვ
უფრო უკეთესი იყო - აგრესიული სტილით, 30 წრე სდია აირტონ სენას „მაკლარენ-ჰონდას“.
30-ე წრეზე ბუტსენმა პიტსტოპი შეასრულა და თავის ბოქსთან მიახლოებისას, ზედმეტად
დაამუხრუჭა. ბორბლები დაიბლოკა და მანქანა ჯერ „უილიამსის“ ერთ-ერთ მექანიკოსს,
რიჩარდ ფორდს დაეჯახა, შემდეგ კი ბორბლებს, რომლებიც იქვე ეწყო. მექანიკოსი
ტრავმას გადაურჩა, მაგრამ მანქანაზე ცხვირი გახდა გამოსაცვლელი. ამის გამო, ტიერიმ
რბოლა მე-5 ადგილზე დაასრულა. არადა, მისი მოგებაც შეეძლო...
No comments:
Post a Comment