Saturday, May 23, 2015

„ფორდი“ კარბონის კომპოზიტს ინტენსიურად გამოიყენებს

Ford will add lots of carbon fiber to new vehicles
23 მაისი
იმ კომპანიების რიცხვს, რომლებიც თავიანთი ავტომობილების წონის შესამცირებლად, კარბონის კომპოზიტს ინტენსიურად იყენებენ, „ფორდიც“ უერთდება. ამერიკულმა კომპანიამ უკვე დაიწყო ალუმინის ფართოდ ათვისება და ის ინტენსიურად გამოიყენა პიკაპ F150-ის კონსტრუქციაში. შემდეგ ნაბიჯს კომპოზიტების მიმართულებით დგამს. ამის პირველი მაგალითი კი ახლახანს, კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილ GT-ს სახით წარმოგვიდგინა.
ცისფერმა ოვალმა კონტრაქტი გააფორმა კომპანია „დაუ ქემიკალთან“, რისი მიზანიც, ავტომობილების მასობრივ წარმოებაში, კომპოზიციური მასალების ფართოდ გამოყენებაა. კარბონის ბოჭკოს კომპოზიტის გამოყენებით, „ფორდი“ თავისი ავტომობილების წონის კიდევ უფრო შემცირებას მიაღწევს, რასაც შედეგად, დინამიკური მახასიათებლების გაუმჯობესების გარდა, საწვავის ხარჯის და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირება მოჰყვება.
გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, „ფორდს“ უშუალო პარტნიორული ურთიერთობა ექნება „დაუ აკსასთან“, რომელიც „დაუ ქემიკალისა“ და თურქულ კომპანია „აკსა აკრილიკ კიმიას“ ერთობლივი კომპანიაა. თანამშრომლობის მიზანია ისეთი ტექნოლოგიების შემუშავების დაჩქარება, რომლებიც კომპოზიტების გამოყენებას გააიაფებს.

No comments:

Post a Comment