Ricciardo “appreciates” stewards' decision
28 მაისი
დანიელ რიკარდო ამბობს, რომ მონაკოს რბოლის ბოლო ნაწილმა,
რომელიც სუპერ სოფტ რეზინით გაიარა, დიდი სიამოვნება მიანიჭა. ამასთან, მან მადლობა
გადაუხადა რბოლის სტიუარდებს, რომლებმაც კიმი რაიკონენთან გასწრებისას მომხდარი
მცირე შეჯახების გამო, ის არ დააჯარიმეს.
რბოლის მიწურულს, როცა რიკარდოს საბურავები
გამოუცვალეს, მაქს ფერსტაპენის და რომენ გროჟანის შეჯახება მოხდა, რასაც ტრასაზე
უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა მოჰყვა. რესტარტის შემდეგ კი ავსტრალიელს სამეულში
შეღწევის შანსი გაუჩნდა. მან ჯერ რაიკონენს გაასწრო, შემდეგ კი თანაგუნდელმა დანილ
კვიატმა გაატარა და ამით, ლუის ჰამილტონის დაწევის შანსი მისცა.
მაგრამ ჰამილტონიც სუპერ სოფტებით იყო და თავად
უტევდა სებასტიან ფეტელს. ვერც ჩემპიონმა და ვერც რიკარდომ მიზანს ვერ მიაღწიეს,
რის გამოც, ავსტრალიელმა კვიატს მეოთხე ადგილი დაუბრუნა. მართალი, კვარცხლბეკზე
ასვლა ვერ შეძლო, მაგრამ რიკარდო რბოლით მაინც კმაყოფილი დარჩა. განსაკუთრებით კი
ის გარემოება აღნიშნა, რომ სტიუარდებმა რაიკონენის გასწრებაში წესის დარღვევა არ
დააფიქსირეს.
„ძალიან კარგი რბოლა იყო და კარგი შედეგიც გვაქვს.
ბოლო წრეებზე სიამოვნება მივიღე, როცა ჰამილტონის და ფეტელის დაწევის და კვარცხლბეკის
შანსი მომეცა. ვიცოდი, რომ შეტევის შანსი მქონდა. გუნდმაც კარგად იმუშავა. დანიმ გზა
დამითმო, რომ მე სამეულის შანსი მქონოდა. ამიტომ, როცა ჰამილტონის გასწრება ვერ შევძელი,
მას ადგილი დავუბრუნე. შემდეგ რბოლებში ბრძოლას გავაგრძელებთ, რათა ხუთეულში კვლავ
შევიდეთ“, - ყველა რიკარდო.
ის მადლობას უხდის სტიუარდებს მიღებული
გადაწყვეტილების გამო: „კიმისთან მცირე ინციდენტი მქონდა. მონაკოში მანევრის სუფთად,
კონტაქტის გარეშე შესრულება ძალიან ძნელია. ჩემი აზრით, სტიუარდებმა სწორი
გადაწყვეტილება მიიღეს და მაყურებელიც მომხდარით კმაყოფილი დარჩა“.
ფაქტია,
რომ ეს მცირე კონტაქტი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ რაიკონენს ტრაექტორია „დაეკარგა“
და ამ ტრაექტორიით რიკარდოს გაევლო შესაბამისად, ავსტრალიელმა ამ უხეში მანევრით ისარგებლა.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ მოსახვევში შესვლამდე, რიკარდო მეტოქეს მანქანის კორპუსის თითქმის
ნახევრის დონეზე ამოუდგა გვერდში, რის გამოც, რაიკონენს კონტაქტის გარეშეც მოუწევდა
გზის დათმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად დაჯარიმდებოდა.
No comments:
Post a Comment