Saturday, May 2, 2015

მასას „უილიამსში“ დარჩენა სურს

Massa says he intends to stay at Williams
2 მაისი
ფელიპე მასა ამბობს, რომ შემდეგ სეზონშიც „უილიამსში“ დარჩენა სურს. ბრალიელი მრბოლი ბრიტანულ გუნდში „ფერარიდან“ გასული სეზონიდან გადავიდა. ძნელი დასაწყისის მიუხედავად, მან ფორმა დაიბრუნა და დიდი წვლილი შეიტანა გროველთა მოწინავეთა რიგებში დაბრუნებაში. არადა, „ფერარიში“ ერთთავად ფერნანდო ალონსოს ჩრდილში იმყოფებოდა.
მასაც და მისი გუნდიც თვლიან, რომ ის საუკეთესო ფორმაშია. ამასთან, ბრაზილიელი თვლის, რომ მეტიც შეუძლია და ამას „უილიამსში“ დარჩენის შემთხვევაში დაგვანახებს. ცნობისათცვის, 2008 წელს ის ვიცე ჩემპიონი გახდა მას შემდეგ, რაც ბოლო რბოლაში (ბრაზილია) გაიმარჯვა, თუმცა ლუის ჰამილტონს, ბოლო მოსახვევში მოპოვებული მეხუთე ადგილი ეყო თავისი პირველი ტიტულის მოსაპოვებლად.
„მე მინდა, რომ „უილიამსს“ კიდევ უფრო კონკურენტუნარიან გუნდად ჩამოყალიბებაში დავეხმარო. აქ ყოფნა დიდი სიამოვნებაა და თანაც, ჩემს ასაკზე საერთოდ არ ვფიქრობ. სანამ რბოლები სიამოვნებას მანიჭებს, კარიერას მანამ გავაგრძელებ. კონტრაქტით ეს სეზონი დამრჩა და მისი ერთი სეზონით გაგრძელების უფლება მაქვს. და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა წავიდე“, - ამბობს 34 წლის მასა.
ბრაზილიელი არ მალავს, რომ კვლავაც მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლა სწყურია და: „ეს ოცნება მანამ დარჩება, სანამ მივხვდები, რომ ეს შეუძლებელია“.

No comments:

Post a Comment