Wednesday, May 13, 2015

„სუზუკიმ“ ინდოეთში 15-მილიონიანი ზღვარი გადალახა

Maruti Suzuki becomes first Indian car maker to roll out 15 million cars
13 მაისი
„სუზუკიმ“ და მისმა ინდოელმა პარტნიორმა „მარუტიმ“ ახლახანს გაყიდვების მნიშვნელოვანი ზღვარი გადალახეს - მე-15 მილიონე ავტომობილი გაჰყიდეს. განსაკუთრებული ნომერი წილად ხვდა სუბკომპაქტურ სედან „სვიფტ დიზაიერ VDi-ს“, რომელიც მანესარის ქარხანამ გამოუშვა. იაპონურ კომპანიას და მის ინდოელ პარტნიორს ამ მიღწევისთვის 31 წელი დასჭირდათ.
მათი პირველი პროდუქტი საქალაქო ავტომობილი „მარუტი 800“ იყო, რომელიც გურგაონის ქარხანამ 1983 წლის დეკემბერში გამოუშვა. ის „სუზუკი ფრონტეს“ ბაზაზე შეიმუშავეს და კონვეიერიდან შარშან მოხსნეს. „სუზუკი მარუტიმ“ ეს ავტომობილი სულ 2.87 მილიონი აწარმოა, რომელთაგან 2.66 მილიონი ინდოეთშივე გაიყიდა.
15-მილიონიანი ზღვარის გადალახვასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე, ინდურ-იაპონური კომპანიის წარმოების აღმასრულებელმა დირექტორმა რაჯივ განდიმ განაცხადა, რომ შემდგომი მიზნის, მე-20 მილიონე ავტომობილის გამოსაშვებად, მის კომპანიას გაცილებით ნაკლები დრო ეყოფა, ვიდრე ბოლო 5 მილიონისთვის დასჭირდა. და რაც მთავარია, წარმოების ტემპის გაზრდასთან ერთად, პროდუქციის ხარისხიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
რაც მთავარია, „სუზუკი მარუტი“ ინდურ ბაზარზე საკუთარი წილის (45 პროცენტი) გაზრდას გეგმავს. ამისათვის კი ისეთ სეგმენტებში დაიწყებს ავტომობილების წარმოებას, რომლებშიც ადრე არ მუშაობდა. მაგალითად, მალე კომპანია ინდურ ბაზარზე დიზელის ძრავებით აღჭურვილი სუბკომპაქტური ავტომობილის, „სელერიოს“, პატარა ქროსოვერ „SX4 S-ქროსის“ და ჰეჩბეკ YRA-ს გაყიდვებს დაიწყებს.

No comments:

Post a Comment