Saturday, May 16, 2015

ფორმულა 1-ში გარდაქმნა მზადდება

Full details of the Strategy Group's Formula 1 revamp plan
16 მაისი
ფორმულა ერთის სტრატეგიულმა ჯგუფმა შეიმუშავა ხალი ტექნიკური რეგლამენტის გეგმა, რომლის მიზანიც, „უფრო სწრაფი მანქანები და საინტერესო რბოლებია“. რეფორმის ავტორებს სურთ, რომ რბოლების სანახაობრივი მხარე გაუმჯობესდეს, რასაც ტრიბუნების გავსება და სატელევიზიო რეპორტაჟების მაყურებელთა რიცხვის ზრდა მოჰყვება.
სტრატეგიულის ჯგუფის რეფორმის გეგმა რიგ პუნქტებს მოიცავს. ცვლილებები უნდა შეეხოს როგორ საბურავების, საწვავის, ძრავების რეგლამენტს, ასევე აეროდინამიკას და ავტომობილების გარეგნობას. ავტომობილები უნდა გახდს უფრო ხმაურიანი, პილოტების დამხმარე ელექტრონული სისტემები კი მინიმუმამდე უნდა დავიდეს.
სტრატეგიულის ჯგუფის მიერ შემუშავებულ გეგმას ჯერ ფ1-ის კომისია განიხილავს, შემდეგ კი საერთაშორისო საავტომობილი ფედერაციის მსოფლიო მოტორსპორტის საბჭო. პარალელურად, რეფორმებზე გუნდბიც იმსჯელებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მსოფლიო მოტორსპორტის საბჭო მიიღებს.

საბურავები
გუნდებს სურთ, რომ საბურავების თავისუფალი არჩევანის უფლება ჰქონდეთ. ისინი მშრალი ტრასის შესაფერის ორ განსხვავებულ შემადგენლობას თვითონ აირჩევენ და ამას მათ ნაცვლად აღარ გააკეთებს „პირელი“, რომელიც წინასწარ აცხადებს იმ შემადგონლობებს, რომლებიც რბოლებზე ჩააქვს. ოღონდ, გამონაკლისი იქნება ძალიან სწრაფი ტრასები, როგორიცაა მონცა - ამ შემთხვევაში, სუპერ რბილი საბურავების გამოყენება ნებადართული არ იქნება.

სწრაფი მანქანები
რა თქმა უნდა, ავტომობილები ისედაც ძალიან სწრაფია. მაგრამ მათი სიჩქარის კიდევ უფრო მომატება, წონის შემცირების ხარჯზე უნდა მოხდეს. მინიმალური წონა 30-50 კილოგრამით შემცირდება. ოღონდ, არ დაიშვება უახლესი და ძალიან ძვირი მასალების გამოყენება, რათა ავტომობილები არ გაძვირდეს. სავარაუდოდ, წონის შემცირება, გადაცემათა კოლოფის და ელექტრონული სისტემების შემცირების ხარჯზე მოხდება.

საწვავით გაწყობა
არცთუ დიდი ხნის წინ, ფ1-ის რბოლების ეს განუყოფელი ნაწილი, უსაფრთხოების გაზრდის მიზნით ამოიღეს. ამჟამად პიტსტოპების დროს მხოლოდ საბურავებს ცვლიან. არადა, ზუსტად იმავე დროში, სპეციალური მოწყობილობებით, ავზში ზუსტად იმდენი საწვავის ჩასხმა იყო შესაძლებელი, რამდენიც პილოტს შემდეგ პიტსტოპამდე მიიყვანდა. ამგვარად, მაქსიმალურად მცირდებოდა ავტომობილის წონა და იზრდებოდა სიჩქარე. ახალი გეგმა, რბოლის დროს საწვავით გაწყობას დააბრუნებს. ამ შემთხვევაში ერთადერთი პრობლემა, რბოლის დროს ხარჯის გაზრდაა.

მაღალბრუნვიანი ძრავები
ექვსამდე შემცირდება გადაცემათა კოლოფის საფეხურების რიცხვი, რასაც შედეგად, მაღალბრუნვიან ძრავებზე დაბრუნება მოჰყვება. შესაბამისად, გაიზრდება სიჩქარე და ტრასების წრის გავლის დრო ხუთი-ექვსი წამით შემცირდება. შესაბამისად, ექვსსაფეხურიანი კოლოფი უფრო კომპაქტური და მსუბუქიც იქნება, რაც აეროდინამიკის გაუმჯობესებას და სიჩქარის გაზრდას გამოიწვევს.

ხმაურიანი ძრავები
ეს ერთ-ერთი მთავარია იმ სიახლეებს შორის, რომელმაც მაყურებლების და სპეციალისტების უკმაყოფილება გამოიწვია - ჰიბრიდული ტურბო აგრეგატები გაცილებით უხმაუროა იმ ატმოსფერულ ძრავებთან შედარებით, რომლებიც 18 000 ბრ/წთ-ზე მუშაობდა. გეგმა ითვალისწინებს გამოსაბოლქვი სისტემის მოდიფიცირებას, რამაც ძრავის ხმის გაძლიერება უნდა გამოიწვიოს.

აგრესიული გარეგნობის მანქანები
360-დან 420 მილიმეტრამდე გაიზრდება უკანა საბურავების სიგანე, რასაც რა თქმა უნდა, ჩაჭიდების და მოსახვევებში სიჩქარის გაზრდა მოჰყვება. გარდა ამისა, 2 000 მილიმეტრამდე გაიზრდება ავტომობილის კორპუსის მაქსიმალურად დასაშვები სიგანე. გაგანიერდბა წინა და უკანა ანტი ფრთების სიგანეც. შესაბამისად, გაუმჯობესდება აეროდინამიკა, რასაც წრის გავლის დროის შემცირება მოჰყვება.

ნაკლები დამხმარე სისტემები
ამჟამად პილოტს სტარტისას ელექტრონიკა ეხმარება, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეცდომების შესაძლებლობას. თავის დროზე, ლონჩ კონტროლის შემოღება უსაფრთხოებაზე ზრუნვამ გამოიწვია, რადგან სტარტი რბოლის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ნაწილია.
ახალი რეგლამენტის შემოღების შემთხვევაში, პილოტს სტარტზე ელექტრონიკა აღარ დაეხმარება.

ძალური დანადგარები
ძრავების რეგლამენტის შეცვლა, ფასების ზრდის მორიგ ტალღას წარმოქმნის, რასაც ძრავების მწარმოებლები ერიდებიან. მეორე მხრივ, ბერნი ეკლსტოუნს სურს, რომ ტურბო ჰიბრიდული აგრეგატების გარდა, ატმოსფერულის გამოყენბაც დასაშვები იყოს. ასეთი ძრავები გაცილებით იაფი ეღირება და მახასიათებლებით ახლოს იქნება ტურბო აგრეგატებთან. მაგრამ ეს მხოლოდ ბერნის სურვილია და სტრატეგიული ჯგუფის მიერ შემუშავებულ გეგმაში ის არ შესულა.

No comments:

Post a Comment