Sunday, April 12, 2015

ახალი „ფორდ ფოკუს RS-ის“ ამერიკული პრემიერა

2016 Ford Focus RS Brings Euro Hot Hatch Awesomeness to the States
12 აპრილი
ჟენევის მოტორ შოუზე მსოფლიო პრემიერის შემდეგ, „ფორდმა“ უახლესი „ფოკუს RS“ ამერიკელებს პირველად ნიუ იორკის ავტო შოუზე წარუდგინა. უწინდელისგან განსხვავებით, „ფოკუს RS-ი“ გლობალური ავტომობილი გახდა და შესაბამისად, ყველა იმ ბაზარზე გაიყიდება, სადაც ამერიკული კომპანია მუშაობს, ანუ მთელს მსოფლიოში. მას კვლავაც გერმანიის ზაარლუისის ქარხანაში გამოუშვებენ და შეერთებულ შტატებსა და კანადაში პირველად, 2016 წელს შეიტანენ.
ეს ავტომობილი არაერთი ტექნოლოგიური სიახლით გამოირჩევა, რითაც ცისფერი ოვალი საფუძვლიანად ამაყობს. მათზე ჟენევური პრემიერის შემდეგ უკვე მოგიყევით. მაშინ ჯერაც დაუზუსტებელი იყო ახალი „ფოკუს RS-ის“ სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავის სიმძლავრე. „ფორდმა“ ნიუ იორკშიც მიახლოებითი რიცხვი დაასახელა - 315 ცხენის ძალაზე მეტი. ამ მეტზე ჯერ მხოლოდ ვარაუდები ვრცელდება - 345 ცხენის ძალა.

„ფორდს“ ეს აწყობს - სანამ საკითხი აქტუალობას ინარჩუნებს, პროდუქტს, რომელიც ბაზარზე მოგვიანებით გამოვა, უფასო რეკლამა გარანტირებული აქვს. უფრო მეტიც, თუ საჭირო იქნება, ინჟინრები იმ სიმძლავრესაც გაზრდიან, რომელსაც ამჟამად მიაღწიეს. ეს კი იმ შემთხვევაში აუცილებლად მოხდება, თუ კონკურენტები თავიანთი ავტომობილების მახასიათებლებს დახვეწენ.
ახალი „ფოკუს RS-ის“ კიდევ ერთი სიახლე, სრულ ამძრავიანი ტრანსმისიაა, რომელიც მაბრუნი მომენტის დინამიური განაწილების სისტემითაა აღჭურვილი. ამ სისტემის დახმარებით, მომენტი ნაწილდბა როგორც ღერძებს, ასევე უკანა ღერძის ბორბლებს შორისაც. ამასთან, უკან ღერძს შეიძლება მომენტის მაქსიმუმ 70 პროცენტი მიეწოდს, აქედან კი, საჭიროების შემთხვევაში, ერთ-ერთმა ბორბალმა შეიძლება ღერძზე გადაცემული მომენტის 100 პროცენტი მიიღოს. „ფორდი“ამ სისტემით საფუძვლიანად ამაყობს!
რა თქმა უნდა, ახალი ავტომობილი, სხვა მხრივაც დაიხვეწა. კერძოდ, მისი საკიდარის ზამბარები, „ფოკუს ST-საზე“ უფრო ხისტია და მათ ორ რეჟიმში მომუშავე ამორტიზატორები ემსახურება. მოდიფიკაცია ჩაუტარდა საჭის მექანიზმის ელექტრო გამაძლიერებელსაც. ავტომობილი 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „მიშლენის“ წარმოების მარკა „პაილოტ სუპერ სპორტის“ 235/35 ზომის საბურავებითაა შემოსილი. ბორბლებში „ბრემბოს“ წარმოების მუხრუჭები მოთავსდა, რომლებსაც ფოლადის ვენტილირებადი დისკოები აქვს.

No comments:

Post a Comment