Thursday, April 2, 2015

„ფორდ GT-ზე“ რიგი დადგა

Ford grappling with premature demands for $400k GT supercar
2 აპრილი
როცა „ფორდმა“ თავისი ახალი სუპერ ავტომობილი GT დეტროიტის მოტორ შოუზე პირველად წარადგინა, მისი ფასი არ გამოუქვეყნებია. ფასი არც ახლაა დაზუსტებული. მხოლოდ მინიშნებითაა ნათქვამი, რომ 400 000 დოლარის ფარგლებში ეღირება. ბევრმა ისიც კი თქვა, ამ ფასად „ლამბორგინის“ ყიდვა შეიძლება და GT-ში მაგ თანხას ვინ გაიმეტებსო. მაგრამ პირიქით კი ხდება!
ახალი GT-ს გაყიდვა მომავალ წელს დაიწყება, მაგრამ როგორც ცისფერი ოვალის ამერიკული შტოს პრეზიდენტი ჯოი ჰინრიხსი ამბობს, თითქმის ყველა ამერიკელ დილერს სურს, რომ ეს ავტომობილი მის შოურუმში დადგეს. ეს კი დაახლოებით 3000-ია. ცნობისათვის, „ფორდი“ წლიურად მხოლოდ 250 ცალი GT-ს წარმოებას გეგმავს. უფრო სწორედ, მის კანადელ პარტნიორ „მულტიმეტიკ მოტორსპორტსს“ ამაზე მეტი არ შეუძლია.
ჰინრიხსი ამბობს: „250, მეტი ვერა. ეს რიცხვი არ შეიცვლება. ეს ძალიან შეზღუდული რიცხვია და ვიცით, რომ მოთხოვნა მეტზეა, მაგრამ ამ ეტაპზე ყველას ვერ დავაკმაყოფილებთ. ჩვენ ახლა იმაზე ვფიქრობთ, თუ როგორ დავაკმაყოფილოთ მომხმარებელი. მაგრამ ყველას ვერ გავახარებთ“.
ამის მიზეზი მარტივია - ავტომობილის კონსტრუქციაში უხვადაა გამოყენებული კარბონის კომპოზიტი, რომლის წარმოების თავისებურებაც, იმის საშუალებას არ იძლევა, რომ ბევრი ავტომობილი დამზადდეს. ჰინრიხსი კი დასძენს, რომ მართალია, დილერებს არ აქვთ იმის გარანტია, რომ ავტომობილს მიიღებენ, მაგრამ მყიდველთა განაცხადებს უკვე ღებულობენ. და რიგი თანდათან გრძელდება. ზოგი დილერი განაცხადთან ერთად, დეპოზიტების შეტანასაც კი მოითხოვს, ზოგი კი მსურველებს, რიგში პრიორიტეტული ადგილის ყიდვას ურჩევს. და ამაში სოლიდურ თანხას მოითხოვს. მოკლედ, GT-ზე ბუმია.
ნაგრამ ჰინრიხსი ამბობს: „ამ დილერებმა არც კი იციან, შეძლებენ თუ არა თუნდაც ერთი GT-ს მიღებას. არავინ იცის, რადგან გადაწყვეტილება ჩვენც კი არ მიგვიღია“. აი ასე, ავტომობილის ფასიც კი არაა ცნობილი, მისი შეძენის მსურველები კი დეპოზიტს იხდიან და რიგში პრიორიტეტულ ადგილსაც ყიდულობენ... არადა, როგორც ჰინრიხსი დასძენს, ჯერ ისიც არაა გადაწყვეტილი, დილერებს „ფორდ პერფორმენსის“ ავტომობილებზე მუშაობისთვის, რაიმე სპეციფიკური მოთხოვნები წაუყენონ, თუ არა.
ამ „პრობლემების“ შესახებ „ფორდმა“ ნიუ იორკის მოტორ შოუზე გამოაცხადა, სადაც მის სტენდს ვერცხლისფერი GT ანშვენებს. ჰინრიხსმა თქვა, რომ ჯერ მხოლოდ სამი GT დამზადდა, რომელთაგან ერთი წითელია და ის ჯერ არავისთვის უჩვენებიათ.

No comments:

Post a Comment