Saturday, April 18, 2015

ფეტელს ჯარიმა ელის

Vettel at risk of being penalized after mishap in practice
16 აპრილი
ბაჰრეინის დიდი პრიზის მეორე თავისუფალი პრაქტიკის დროს, სებასტიან ფეტელსა და სერხიო პერესს შორის მცირე ინციდენტი მოხდა - „ფერარის“ პილოტი პიტლეინიდან ტრასაზე ბრუნდებოდა, როცა პირველ მოსახვევში შესვლისას, მექსიკელთან მცირე შეჯახება მოუვიდა. როცა პერესმა მოხვევა სცადა, ფეტელის მანქანა ცხვირით მისი „ფორს ინდიას“ უკანა მარჯვენა ბორბალს დაეჯახა. მაშინვე ფეტელმა თავის ბოქსს რადიოთი უთხრა, მუხრუჭებში პრობლემააო.
მოკლედ, სტიუარდებმა შემთხვევა განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ მომხდარში ბრალი არავის მიუძღვის. მაგრამ მოგვიანებით გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ინციდნტის მიზეზი, „ფერარის“ მუხრუჭები კი არა, შესაძლოა მის მანქანაზე ცუდად დამაგრებული ბორბლი ყოფილიყო. და თუ ეს დამტკიცდა, მაშინ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს და მის გუნდს, მანქანის გაუმართავ მდგომარეობაში, ტრასაზე გამოყვანის გამო, ჯარიმა ელის.
საკითხს FIA საკვალიფიკაციო რბოლის დაწყებამდე განიხილავს. პრაქტიკების დროს, მანქანის გაუმართავ მდგომარეობაში ტრასაზე გამოყვანის საკითხთან მიმართებაში, FIA-ს მკაცრი მიდგომა აქვს, რადგან პრაქტიკებისას, გუნდბი ექსტრემალურ სიტუაციაში არ მუშაობენ და მათ მიერ ბორბლების შეცვლაზე მეტი დროის დახარჯვა, პილოტის სატურნირო მდგომარეობაზე და რბოლის შედეგზე უარყოფითად არ მოქმედებს. ასეთი ინციდენტებისას დამნაშავის დაფიქსირების შემდეგ, სტიუარდები პილოტებს სტარტზე უკან დაწევით აჯარიმებენ. ამასთან, ადგილების რაოდენობა ინდივიდუალურად წყდება.
მსგავსი ინციდენტი ფეტელს ავსტრალიაშიც ჰქონდა. ერთ-ერთ მეტოქე გუნდში თვლიან, რომ სიტყვებს „მუხრუჭების პრობლემა“, კოდური დანიშნულება აქვს და ცუდად დაყენებულ ბორბალს ნიშნავს. სწორედ ამ სიტყვების გამო დაეჭვდნენ სტიუარდები, რომ ფეტელის მანქანაზე ბორბალი ცუდად იყო დამაგრებული და ინციდენტიც ამან გამოიწვია.

No comments:

Post a Comment