Monday, April 27, 2015

მიკ შუმახერმა ფ4-ში პირველი რბოლა მოიგო

Motor racing-Schumacher's son wins on his debut F4 weekend
27 აპრილი
ღიაბორბლიანი ავტომობილებით რბოლებში, თავისი კარიერა წარმატებით დაიწყო მიხაელ შუმახერის შვილმა, მიკ შუმახერმა. გერმანიის ფორმულა 4-ის სერიის პირველივე ეტაპის მესამე რბოლაში, მან გამარჯვება მოიპოვა. მიკ შუმახერი გამოცდილ ჰოლანდიურ გუნდ „ვან ამერსფოორტ რეისინგის“ წევრია, პირველი რბოლა კი მან გერმანულ ოშერსლებენის ტრეკზე მოიპოვა.
ოშერსლებენის ეტაპის პირველი და მეორე რბოლები შუმახერმა შესაბამისად, მე-9 და მე-12 ადგილებზე დაასრულა. მესამე, 30-წუთიან რბოლაში კი სტარტიდან მალევე დაწინაურდა და ბოლომდე შეინარჩუნა ლიდერობა. ამაში კი ნაწილობრივ პეისკარი დაეხმრა, რომელმაც რბოლის მიწურულს ატარა პელოტონი და ის ზედ ფინიშის წინ „გაათავისუფლა“.
მიკმა ნახევარი წამით აჯობა თავის ავსტრალიელ თანაგუნდელ ჯოი მეუსონს. ამ გამარჯვებით, შუმახერმა მრბოლთა კლასიფიკაციაში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. სხვათა შორის, მესამე რბოლის სტარტზე, შუმახერს ლამის დაეჯახა მისი ბრიტანელი თანაგუნდელი ჰარისონ ნიუი, ვინც ფ1-ის ლეგენდარულ ინჟინერ ედრიან ნიუის შვილია. მან ფალს სტარტი აიღო და შუმახერთან დაჯახებამდე ცოტა დააკლდა. ადრეული სტარტისთვის ნიუი პიტლეინზე საჯარიმო გავლას გამორჩა.
„საერთო ჯამში, რბოლის განვითარებით კმაყოფილი ვარ. უსაფრთხოების მანქანა სამჯერ გამოვიდა და საკმაოდ კარგი რესტარტები მქონდა“, - განაცხადა შუმახერმა, ვინც გასულ სეზონში კარტინგში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა.

No comments:

Post a Comment