Monday, April 13, 2015

„ფორდმა“ 11-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია დააპატენტა

11-Speed Automatic Transmission Patent Filed by Ford Motor Company With the USPTO
13 აპრილი
„ფორდის“ განკარგულებაში უკვე არის 10-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია, რომელსაც პიკაპ „F-150 რეპტორზე“ ფამოიყენებს (მომავალი წლიდან). ამ ავტომობილზე, კოლოფი სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიან წყვილ ტურბოიან V6 ძრავთან წყვილში მუშაობს, რითაც საწვავის ეკონომიურად მოხმარებას უზრუნველყოფს. მაგრამ, „ფორდი“ უფრო მეტს ეშურება:
აშშ-ის პატენტების და სავაჭრო ნიშნების ოფისის ინფორმაციით, ცისფერმა ოვალმა, 2013 წლის 4 ოქტომბერს, 11-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის პატენტზე შეიტანა განაცხადი. განაცხადის საგულდაგულო განხილვასა და შეფასებას დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდა. ახლახანს კი ოფისმა „ფორდის“ განაცხადი დადებითი პასუხით დააკმაყოფილა.
ამ ინფორმაციის კომენტირებისას, ცისფერი ოვალის პრესმდივანს ტექნკური დეტალები არ გაუმხელია. „ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სიახლეებზე პატენტის აღებას, რაც ჩვენს გამოგონებებს იცავს, მაგრამ პატენტის აღება არ ნიშნავს, რომ სიახლეს აუცილებლად გამოვიყენებთ“, - გამოცემა „ავტოგაიდთან“ საუბრისას განაცხადა „ფორდის“ პრესმდივანმა.
საერთოდ, კოლოფში თუნდაც ერთი საფეხურის დამატება, ავტომობილის საწვავის ხარჯის შემცირებას უწყობს ხელს. ეს ეხება როგორც პატარა „ფიესტას“, ასევე დიდ პიკაპებსაც, როგორიც „რეპტორია“. არის სხვა ვარიანტიც. მაგალითად, შეიძლებოდა მეათე საფეხურის გადაცემის გაზრდა და ეს უფრო ადვილი და იაფი იქნებოდა, ვიდრე ახალი კოლოფის შემუშავება. მაგრამ საავტომობილო ინჟინერიას თავისი შეზღუდვები გააჩნია.
დაპატენტებულ 11-საფეხურიან ავტომატურ ტრანსმისიაში სამი ძირითადი სექციაა. პირველი ოთხ მარტივ პლანტარული გადაცემის კომპლექტს, ოთხ ქუროს და ორ მუხრუჭს აერთიანებს, მეორეში სამი მარტივი პლანტარული გადაცემის კომპლექტი, ორი ღერძთაშორისი გადაცემის წყვილი, ოთხი ქურო და ორი მუხრუჭი შედის, მესამეში კი ოთხი მარტივი პლანეტარული გადაცემის კომპლექტი, ოთხი მუხრუჭი და ორი ქურო გაერთიანდა...

No comments:

Post a Comment