Monday, March 9, 2015

ახალი „ფორდ ფოკუს RS-ის“ დებიუტი ჟენევაში

Ford Debuts New Focus RS in Geneva, Still Doesn’t Say How Much Power it Makes
9 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე ახალი, მესამე თაობის „ფოკუს RS-ის“ წარდგენისას, „ფორდმა“ მის თვისებათა შორის ხაზგასმით დრიფტის ღილაკი და ლონჩ კონტროლი მოიხსენია. სამაგიეროდ, ზსტი სიმძლავრე კვლავ არ გაამხილა და თქვა, რომ სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ძრავი, რომლითაც ეს ავტომობილი არის აღჭურვილი, 315 ცხენის ძალაზე მეტს იძლევა. ეს ძალა კი, წინა RS-ისგან განსხვავებით, ყველა წამყვან ბორბალს მიეწოდება.
სტანდარტულ და ST ვერსიასთან შედარებით, სრულ ამძრავიანი ტრანსმისია, მომენტის დინამიკური განაწილების სისტემასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა. სხვათა შორის, „ფორდ პერფორმენსის“ ევროპულმა შტომ თავიდან ახალი RS-ის წინა და სრულ ამძრავიანი ვერსიები გამოსცადა და გადაწყვიტა, რომ არჩევანი პირველზე შეეჩერებინა. მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა. და როგორც „ფორდი“ აცხადებს, ახალი ავტომობილი, თავის კლასში ყველაზე სწრაფად და სტაბილურად გადის მოსახვევებს და დრიფტის უნარიც კი გააჩნია.
დიფერენციალის ნაცვლად, ავტომობილს უკანა ღერძზე ორი, ელექტრონიკით მართვადი ქურო ემსახურება, რომლებიც გაზრდილი ხახუნის დიფერენციალის მსგავსად მუშაობენ. ელექტრონიკა იყენებს სენსორების სისტემას, რომელიც წამში ასჯერ ამოწმებს საგზაო სიტუაციას და წინა და უკანა ბორბლებს საჭიროების შესაბამისად უნაწილებს მომენტს. ამასთან, მომენტის განაწილებას უკანა ბორბლებს შორისაც აკონტროლებს. საინტერესოა, რომ უკანა ღერძისთვის გადაცემული მომენტი, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა მთლიანად გადაეცეს ერთ რომელიმე უკანა ბორბალს.
მაგალითად, მოსახვევის გავლისას, სისტემა უფრო მეტ მომენტს გარე ბორბალს გადასცემს, რაც ავტომობილს მოსახვევის სტაბილურად გავლაში ეხმარება. ცისფერი ოვალი ამბობს, რომ ასე პრაქტიკულად გამოირიცხება არასაკმარისი მოხვევადობის ეფექტი. ამასთან, 1g გადატვირთვისას, შესაძლებელია განივი ჩაჭიდების უზრუნველყოფა. უფრო მეტიც, კომპანიის განცხადებით, ახალ RS-ს ტრეკზე დრიფტით გადაადგილების უნარიც აქვს.
„ფორდის“ ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი რაჯ ნაირი, ვინც პროდუქციის განვითარებას კურირებს, ამბობს, რომ სრულ ამძრავიანი RS-ის გამოშვების გადაწყვეტილება, კომპანიის ხელმძღვანელობამ, ამ ავტომობილის შემუშავების ადრეულ ეტაპზევე, 2013 წელს მიიღო. მათი მთავარი მოტივი ისაა, რომ „ფორდ პერფორმენსის“ ყველა ავტომობილი, ტექნიკური და ტექნოლოგიური ინოვაციებით უნდა გამოირჩეოდეს, რაც მთლიანი კომპანიის, როგორც ხარისხიანი და განვითარებული ავტომობილების მწარმოებლის ავტორიტეტს გააძლიერებს.

No comments:

Post a Comment