Saturday, March 14, 2015

ახალი „მუსტანგის“ ყველაზე პოპულარული ფერები

Red, Black Most Popular Ford Mustang Colors
14 მარტი
მართალია, ახალი „მუსტანგი“ გლობალური ავტომობილი გახდა, მაგრამ მისთვის მთავარ ბაზრად ისევ შეერთებული შტატები რჩება და ბუნებრივია, კომპანიას ამ ბაზრის ყველა თავისებურება აინტერესებს. მითუმეტეს ისეთი, რომელიც ავტომობილების გაყიდვებზე გავლენას ახდენს. ერთ-ერთი ასეთი თავისებურება, ავტომობილის ფერია.
„ფორდმა“ გაარკვია, რომ ამერიკის ბაზარზე, „მუსტანგებს“ შორის ყველაზე მეტი პოპულარობით, შავი ფერი სარგებლობს. მეორე ადგილზე რუხი ფერია, მესამეზე კი - წითელი. ევროპელებს და ჩინელებს ყველაზე მეტად წითელი ფერის „მუსტანგები“ მოსწონთ - ევროპელთა გემოვნებაზე ალბათ გარკვეულწილად ეს „ფერარის“ გავლენაა (წითელი ხომ მარანელოელთა ფერია), ჩინელებისთვის კი წითელი ეროვნული ფერია.
ევროკავშირის ქვეყნებში მეორე ყველაზე პოპულარული ფერი შავია, მესამე კი - ლურჯი. ცისქვეშეთში მეორე ყველაზე პოპულარული ფერი თეთრია, შავი კი მესამეა. ამასთან, ამერიკული კომპანიის ინფორმაციით, ჩინეთში იმ ფერებზე, რომლებიც მოწინავე სამეულში ვერ შევიდა, გაყიდული „მუსტანგების“ მხოლოდ მეოთხედი მოდის. როგორც ცისფერი ოვალი იუწყება, ჩინეთში დაახლოებით 18 000 შეკვეთაა მიღებული ტესტდრაივზე. ევროპაში კი ავტომობილის კონფიგურატორით 1.1 მილიონ ადამიანს უსარგებლია. ოღონდ, არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა იმისა, თუ მათგან რამდენი გადაწყვეტს ავტომობილის შეძენას.
ახალი „მუსტანგის“ პრემიერა 2013 წლის ბოლოს გაიმართა, მასზე შეკვეთების მიღება კი რამდენიმე თვით გვიან დაიწყო. ევროპის ბაზარზე, ახალი „მუსტანგი“ მხოლოდ ორი ძრავითაა ხელმისაწვდომი. მათგან ერთი, ამ ავტომობილისთვის ფამილარული 5.0-ლიტრიანი V8 ძრავია, რომელიც 426 ცხენის ძალას და 529 ნიუტონმეტრს ავითარებს. მეორე ძრავი კი სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოა, რომელიც 309 ცხენის ძალას და 407 ნიუტონმეტრს იძლევა.

No comments:

Post a Comment