Ricciardo insists Red Bull is ready for Melbourne
9 მარტი
ფორმულა ერთის ახალი სეზონის წინ, ოპტიმისტურადაა
განწყობილი „რედ ბულის“ ახალი ლიდერი, ავსტრალიელი დანიელ რიკარდო უარყოფს
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ RB11-ს სისწრაფე აკლია. ის დარწმუნებულია, რომ ტესტებზე
წარმოქმნილი რამდენიმე პრობლემის მიუხედავად, გუნდი მელბურნში კარგად მომზადებული
ჩადის.
პრობლემათა შორის ბოლო, ტესტების ბოლო დღეს
წარმოიქმნა, როცა მის მანქანაზე სისტემა ერს-ი დაზიანდა. „პირადად მე რბოლებისთვის
მზად ვარ. ჩვენ მელბურნში კარგად გამოვალთ. ცოტა საწვავით ბევრი წრე გავიარეთ. მერე
კი, ხანგრძლივ გამოსვლებზეც საკმაოდ სწრაფები ვიყავით. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ყველაფერმა
კარგად ჩაიარა. და კარგი ამბავი ისაა, რომ მელბურნში მივდივართ“, - ამბობს რიკარდო.
კითხვაზე, გუნდებს შორის, „რედ ბულს“ მერამდენე
ადგილს მისცემს, ავსტრალიელი პასუხობს: „ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, „მერსედესები“
წინ იქნებიან. მათ უკან, საკმაოდ ახლოს ვიქნებით „უილიამსი“, „ფერარი“ და ჩვენ.
მელბურნში ყველაფერი გამოჩნდება“. რაც შეეხება ტექნიკურ პრობლემებს, მათ შორის,
ერს-თან დაკავშირებულს, რიკარდო ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს: „ამაზე არ
ვშიშობ. ასეთი რამ ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა უკეთესია, როცა ეს პრობლემები არ
არსებობს, მაგრამ ამჯერად უკეთესად ვართ მომზადებული, ვიდრე წინა სეზონის
დაწყებამდე“.
No comments:
Post a Comment