Thursday, March 19, 2015

ბიანკის ქულებმა „მენორი“ გადაარჩინა

Booth says Bianchi points saved Manor
19 მარტი
„მენორის“ შეფი ჯონ ბუთი ამბობს, რომ მისი გუნდი ამჟამად ფორმულა ერთში ვერანაირად ვერ იქნებოდა, რომ არა ჟიულ ბიანკის მიერ მონაკოს დიდი პრიზის რბოლაში მოპოვებული ქულები. ფრანგმა მრბოლმა ბრიტანულ გუნდს, მის ისტორიაში საუკეთესო შედეგი - მეცხრე ადგილი და მასთან ერთად, ორი ქულა მოუპოვა.
ამ ორი ქულის წყალობით კი, გუნდმა, რომელიც „მარუსიას“ სახელით ასპარეზობდა, მეცხრე ადგილი დაიკავა, რამაც ფორმულა ერთის სარეკლამო შემოსავლებიდან რამდენიმე მილიონი მოაპოვებინა. ამ თანხის გარეშე კი, როგორც ბუთი ამბობს, ამ სეზონში გუნდს დაბრუნების შანსიც კი არ ექნებოდა. სამწუხაროდ, მოგვიანებით, იაპონიის დიდ პრიზზე ასპარეზობისას, ბიანკის მძიმე ავარია შეემთხვა, რომელშიც თავის მძიმე ტრავმა მიიღო და აქამდე კომაშ იმყოფება.
„მის გარეშე, მისი ორი ქულის გარეშე, რომლებიც მონაკოში მოიპოვა, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. საბოლოოდ, ახალი სპონსორები ჩვენი გუნდის პოტენციალში სწორდ ამან დაარწმუნა. აქ ყოფნით, ჩვენ ჟულსს ვეუბნებით, რომ რბოლა არ დასრულბულა და არც დასრულდება, სანამ ჭადრაკულ დროშას არ ააფრიალებენ. არ ვიცი, ჩვენი ტრეკზე გამოსვლით, მის მშობლებს რამე შვებას თუ მივანიჭებთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი საქმეა. გუნდმა პირველმა დააღწია თავი ამ განსაცდელს და იმედი მაქვს, მალე ჟულსიც ამას შეძლებს“, - ამბობს ბუთი.

No comments:

Post a Comment