დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, March 3, 2015

„ფერარი“ „რედ ბულის“ დონეზეა მომზადებული

Ferrari "on par with Red Bull" ahead of Australian GP
3 მარტი
„ფერარის“ პრეზიდენტი სერჯო მარკიონ თვლის, რომ ავსტრალიის დდ პრიზის რბოლისთვის, მისი კომპანიის გუნდი ისეთივე დონეზეა მომზადებული, როგორც „რედ ბული“. მარანლოელებს შარშან რთული სეზონი ჰქონდათ, მაგრამ წინასასეზონო ტესტებმა აჩვენა, რომ მათ წინსვლა შეძლეს. უფრო მეტიც, ფავორიტ „მერსედესის“ მდევართა შორის, მოწინავეთა რიგებში იქნებიან.
„მანქანა მზადაა, მრბოლებიც კმაყოფილები არიან. მელბურნში ჩვენ „რედ ბულის“ დონეზე ვიქნებით. არ მინდა, ზედმეტად ოპტიმისტი ვიყო, ან ზედმეტად კრიტიკული. ბიჭებმა შესანიშნავად იმუშავეს. გავალთ ტრეკზე და ყველაფერს იქ გიჩვენებთ“, - ჟენევის მოტორ შოუზე გამოსვლისას განაცხადა მარკიონემ.
„ფიატ-კრაისლერის“ ალიანსის მთავარი აღმასრულებელი მუდმივ წარმატებებს არ გვპირდება და დასძენს, რომ „ფერარის“ გარკვეული დრო დასჭირდება იმისათვის, რომ პელოტონს სათავეში მოექცეს. „მოვიგებთ ტიტულს 2018 წელს? რა თქმა უნდა. მაგრამ თუ შესაძლებელი იქნება, ამას უფრო ადრეც ვეცდებით“.

No comments:

Post a Comment