Saturday, March 28, 2015

ბატონი „მაკლარენის“ პროგრესით კმაყოფილია

Button hails “massive step forward” despite Q1 exit
28 მარტი
მიუხედავად იმისა, რომ მან და მისმა თანაგუნდელმა ფერნანდო ალონსომ, მალაიზიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის პირველი ბარიერის გავლაც ვერ შეძლეს, ჯენსონ ბატონი მაინც კმაყოფილი დარჩა „მაკლარენ MP4-30-ის“ პროგრესით. ბატონი და ალონსო სტარტზე ბოლოსწინა რიგს დაიკავებენ და მათ უკან მხოლოდ ორი „მენორი“ დადგება, რომლებმაც 107%-იანი ზღვარიც კი ვერ გადალახეს.
მაგრამ ბრიტანელი მრბოლი მაინც კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ მათ წინ მყოფ მეტოქეებს არ ჩამორჩებიან. მისი თქმით, მანქანას ეტყობა, რომ მელბურნის შემდეგ, უკეთესობისკენ „მასიური ნაბიჯი გადადგა“:
„ვფიქრობ, ჩვენი სარბოლო სიჩქარე და სტაბილურობა, უფრო მეტის საშუალებასაც მოგვცემს. ჩვენს წინ მყოფ მეტოქეთაგან ზოგს ალბათ ძალიან შორს არ გავუშვებთ. ამ ეტაპზე ჩვენ სწორედ ამას ვეცდებით. წინა რბოლის შემდეგ, ბევრი პოზიტიური ცვლილება გვაქვს. სისწრაფის მხრივ, საგრძნობლად წინ წავიწიეთ. ძრავისგანაც უფრო მეტს ველით და აეროდინამიკისგანაც. და რაც მთავარია, ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ“.

No comments:

Post a Comment