Saturday, March 14, 2015

ფეტელი „მერსედესის“ უზარმაზარ უპირატესობას აღიარებს

Vettel admits gap to Mercedes is "huge"
14 მარტი
სებასტიან ფეტელმა განაცხადა, რომ კმაყოფილია „ფერარის“ მომზადების დონით, თუმცა აღიარებს, რომ მის გუნდს „მერსედესამდე“ კვლავაც უფსკრული აშორებს. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, ავსტრალიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მეოთხე დრო დააფიქსირა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ფერარი“ კონსტრუქტორთა პირველობაზე, მეორე ადგილისთვის „უილიამსთან“ პაექრობისთვის მზადაა.
კვალიფიკაციაზე ფეტელს მესამე ადგილის დაკავების საშუალება სწორედ „უილიამსის“ ფელიპე მასამ არ მისცა. სტარტზე ისინი მეორე რიგს შეავსებენ, უკან კი მათივე თანგუნდლებმა, კიმი რაიკონენმა და ვალტერი ბოტასმა მოიპოვეს ადგილები. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ბოტასმა ზურგის ტრავმის გამო რბოლა გამოტოვოს კიდეც.
„აშკარაა, რომ წინა რიგში მდგარ ორ მანქანას უზარმაზარი უპირატესობა აქვს. მათ დასაწევად ყველას დიდი გარჯა მართებს. თუმცა ამ ეტაპზე მაინც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. როგორც ჩანს, სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ჩემი აზრით, აქამდ ყველაფერი კმაყოფილების საფუძველს უნდა გვაძლევდეს. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ მესამე პოზიცია ძალიან მცირე ჩამორჩების გამო დავკარგეთ“, - ამბობს ფეტელი, ვინც მასას 0.039 წამით ჩამორჩა, თავად კი თანაგუნდელ რაიკონენს 0.033 წამით აჯობა.
გერმანელი ამბობს, რომ რბოლისას „უილიამსის“ პილოტთან დაძაბული პაექრობა ელის: „ტესტების შემდეგ, პირველი შთაბეჭდილება დადებითია. ეს ნამდვილი გარღვევა იყო, რაც ამ კვალიფიკაციაზე დადასტურდა. იმედია, რბოლისას უპირატესობას მივაღწევთ“, - ამბობს ფეტელი.

No comments:

Post a Comment