Wednesday, March 4, 2015

„მაკლარენი“ მაისამდე კონკურენტუნარიანი ვერ იქნება

McLaren may not be competitive until May
1 მარტი
„მაკლარენის“ შეფი ერიკ ბუიე ამბობს, რომ მისი გუნდის ახალი ბოლიდი სრულ პოტენციალს პირველ ევროპულ ეტაპამდე ვერ გამოავლენს. უოკინგელებს რთული წინასასეზონო პერიოდი აქვთ და მათ ტესტებისას მხოლოდ 380 წრის (დაახლოებით 1750 კილომეტრის) გავლა შეძლეს, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია „ფორს ინდიას“ (შარშანდელი და ახალი ბოლიდით ივარჯიშა) ჯამურ სატესტო მანძილზე. ამასთან, ინდურმა გუნდმა ხერესის ტესტები სრულად გამოტოვა.
სამწუხაროდ, „მაკლარენმა“ პრობლემების გამო, „ჰონდას“ ძრავის ზღვარზე გამოცდა ვერ შეძლო. ბუიე ამბობს, რომ გუნდი არსებული პრობლემების მოგვარებას ევროპული ეტაპების დაწყებამდე აპირებს. პირველი ევროპული რბოლა, ესპანეთის დიდი პრიზი, ბარსელონაში, 10 მაისს ჩატარდება.
„ჩვენ ისე მომზადება ვერ მოვასწარით, როგორც ვისურვებდით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქმე გამოვასწოროთ. ბევრი პრობლემა განვიხილეთ, სისტემები შევამოწმეთ. კარგი ისაა, რომ როგორც ანალიზი გვიჩვენებს, ყველაფერი ისე მუშაობს, როგორც პროექტი ითვალისწინებს. მანქანის საიმედობა ჯერაც ვერაა სასურველ დონეზე. და ჯერ არ ვიცი, რა დრო დასჭირდება ამის მოგვარებას. ამასთან დაკავშირებით, გეგმები გვაქვს, რაც პირველ რიგში, ჩვენს საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა და ამ მხრივ, წინ წავიწიეთ. ამჟამდ ჩვენ და „ჰონდა“ უფრო შეწყობილად ვმუშაობთ. ვფიქრობ, რამდენიმე რბოლაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი კონკურენტუნარიანობის გამოვლენა შევძლოთ და ეს ალბათ ევროპამდე მოხერხდება“, - ამბობს ბუიე.

No comments:

Post a Comment