Saturday, March 14, 2015

ბოტასი ჰოსპიტალში

Bottas taken to hospital for back checks
14 მარტი
ავსტრალიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის შემდეგ, „უილიამსის“ ვალტერი ბოტასი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ფინელმა მრბოლმა ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა, თუმცა მანქანიდან დაუხმარებლად გადმოსვლა ვერ შეძლო და პადკშიც კოჭლობით გაიარა. მოგვიანბით გაირკვა, რომ ბოტასს ზურგის ძლიერი ტკივილი ჰქონდა.
ფინელი მრბოლი ჯერ ადგილობრივ მედცენტრში გასინჯეს, შემდეგ კი უფრო დაწვრილებითი შემოწმებისთვის, ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ყოველივეს გამო, ის სატელევიზიო ინტერვიუებზე ვერ გამოცხადდა.
„ვალტერის ზურგში ძლიერი ტკივილები აქვს. რბოლის ბოლო წრის ბოლო მოსახვევში მან ბევრი დრო დაკარგა. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა, სად მიიღო ტრავმა“, - განაცხადა „უილიამსის“ ინჟინერმა რობ სმედლიმ. მისივე თქმით, ბოტასს ჰოსპიტალში დარჩენა არ მოუწევს, თუმცა არ იცის, შეძლებს თუ არა რბოლაში მონაწილეობას.
სმედლიმ თქვა, რომ ბოტასმა ტკივილი პირველად კვალიფიკაციის მეორე ნაწილის მეორე ცდის ბოლოს, დამუხრუჭებისას იგრძნო. ინჟინრის თქმით, ბოტასი სასტუმროში დაისვენებს, რბოლის წინ კი ისევ გასინჯავენ და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდბა, გამოვა თუ არა სტარტზე.

No comments:

Post a Comment