Wednesday, March 11, 2015

ბერგერი: „მერსედესთან“ კონკურენცია მხოლოდ „ჰონდას“ შეუძლია

Only Honda can match Mercedes – Berger
11 მარტი
ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი, ავსტრიელი გერჰარდ ბერგერი ამბობს, რომ ძრავების სიმძლავრის მხრივ, მხოლოდ „ჰონდას“ შეუძლია „მერსედესთან“ გატოლება. თუმცა, იმასაც დასძენს, რომ „მაკლარენის“ ამჟამინდელი პრობლემები სწორედ იაპონური კომპანიის ძრავისგან მოდის.
„ისინი (მაკლარენ-ჰონდა) ერთადერთნი არიან, რომლებსაც „მერსედესის“ დონის მიღწევა შეუძლიათ, რადგან „მაკლარენი“ ყოველთვის კარგად არის ხოლმე მომზადებული“, - ავსტრიულ მედიასთან საუბრისას განაცხადა ბერგერმა, ვინც ერთ დროს, „მაკლარენის“ მანქანით ასპარეზობდა და ამ გუნდში ლეგენდარული აირტონ სენას პარტნიორი იყო.
„ჰონდა“ ფორმულა ერთს ამ სეზონიდან უბრუნდება, როგორც ძრავების მიმწოდებელი. ამასთან, ერთადერთი პარტნიორი ჰყავს, ვისთან ერთადაც, 1980-იანი წლების ბოლოს, არაერთი ტიტული მოიპოვა. მაგრამ დასაწყისი ძალიან რთული გამოდგა, რადგან მოსამზადებელი ტესტებისას, მუდმივად მწყობრიდან გამოდიოდა „ჰონდას“ ძალური დანადგარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - სისტემა ერს-ი, რომელიც გამონაბოლქვის თბურ ენერგიას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის. ამ პრობლემების გამო, „მაკლარენმა“ ტესტებზე ყველაზე ნაკლები წრე გაიარა.
„პრობლემა აშკარაა. ის ძრავს უკავშირდება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მათ რაღაც ვერ გათვალეს“, - დასძენს ბერგერი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე, „მერსედესი“ აშკარად ყველაზე წინაა. და ეს ფორმულა ერთისთვის ძალიან ცუდია, რადგან მაყურებელს ისევ მოენატრება გამარჯვებისთვის დაძაბული ბრძოლა.

No comments:

Post a Comment