Mercedes: Ferrari looks strong heading to F1
season opener
10 მარტი
„მერსედესის“ ფორმულა ერთის გუნდში მიაჩნიათ, რომ „უილიამსის“
გარდა, ტესტებზე სისწრაფით „ფერარის“ მანქანებიც გამოირჩეოდა. მოქმედმა ჩემპიონებმა,
ტესტების უმეტესი ნაწილის განმავლობაში, აქცენტი მანქანის გამძლეობაზე გამოცდებსა
და სავსე ავზებით ვარჯიშებზე გააკეთეს, რის გამოც, ცხრილში მოწინავე პიზიციაზე ძირითადად
სხვა გუნდების პილოტები ხვდებოდნენ.
ტესტების ბოლოს კი სამქიმიანებმაც რამდენიმე მოკლე
გამოსვლა შეასრულეს და შედარებით მყარი საბურავებით ასპარეზობის მიუხედავად,
საუკეთესო დროებიც დააფიქსირეს. მოკლედ, გერმანული გუნდი ისევ გამოკვეთილი
ფავორიტია. გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ მის გუნდს ხელს მხოლოდ მანქანის
დაზიანება თუ შეუშლის გამარჯვებაში, ამასთან „ფერარისა“ და „უილიამსსაც“ ანგარიშგასაწევ
ძალად მიიჩნევს.„ტესტებზე დაფიქსირებულ დროებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან არავინ იცის, მეტოქეებს ავზში რამდენი საწვავი ესხათ. ჩვენი მანქანების სისწრაფით და ხანგრძლივი გამოსვლებით კმაყოფილები ვართ, მაგრამ მანქანის საიმედობა კვლავაც გვაფიქრებს. თუმცა, სეზონის დასაწყისში ეს პრობლემა მეტნაკლებად ყველას აქვს. ვნახოთ, პირველი რბოლები როგორ ჩატარდება. მერე კი თამამად შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც ტესტებისას ვხედავდით. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ “ფერარი“ კარგად გამოიყურება და ამავეს „უილიამსზეც“ ვიტყვი. ისღა დაგვრჩენია, რბოლების დაწყებას დაველოდოთ და ისინი რეალურ სურათს გვიჩვენებენ“, - ამბობს ვოლფი.
No comments:
Post a Comment