Thursday, March 5, 2015

ფეტელმა „ფერარისთან“ მოლაპარაკება 2008 წელს დაიწყო

Vettel says Ferrari talks began in 2008
5 მარტი
სებასტიან ფეტელი ამბობს, რომ „ფერარისთან“ პირველი მოლაპარაკება რამდენიმე წლის წინათ ჰქონდა, რის შემდეგაც, იტალიურმა ფუნდმა გადასვლა კიდევ რამდენჯერმე შესთავაზა. პირველი კონტაქტი კი 2008 წელს შედგა, როცა ის ჯერ კიდევ „ტორო როსოში“ ასპარეზბდა.
„2012 და 2013 წლების სეზონებს შორის, მე საიდუმლოდ ჩავედი მარანელოში და მონტეძემოლოს შევხვდი“, - იტალიურ გამოცემა „გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას ამბობს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი და დასძენს, რომ მისადმი პირველი არაფორმალური „მიდგომა“ უფრო ადრე, 2008 წელს სტეფანო დომენიკალის ჰქონდა. ისვე მას ხელმეორედ 2010 წელს დაუკავშირდა.
მერე კი: „გასული სეზონის შუაწელში, დომენიკალი გაუშვეს, თუმცა კონტაქტი მარკო მატიაჩისთან გაგრძელდა. და კვლავ ვესაუბრე მონტეძემოლოს. მოლაპარაკება გაგრძელდა და მერე რჩევა საბინე კემს (მიხაელ შუმახერის მენეჯერს) ვკითხე“. ფეტელი აღიარებს, რომ „ფერარიში“ ოდესმე გადასვლაზე შუმახერთანაც ჰქონდა საუბარი.
„მე მას (შუმახერს) ერთხელ ვუთხარი დომენიკალის შემოთავაზების შესახებ. მან მითხრა, რომ თუ დავთანხმდები, მარანლოში სასიამოვნო ატმოსფეროსა და დიდ ენთუზიაზმს აღმოვაჩენდი“.

No comments:

Post a Comment