Wednesday, February 11, 2015

მინიატურული W32 ძრავი სუფთა ფურცლიდან

Miniature W-32 Engine
11 თებერვალი
უბრალო ოთხცილინდრიანი ძრავის აწყობას კარგი ცოდნა, გამოცდილება და ბევრი შრომა სჭირდება. კიდევ უფრო ძნელია მრავალცილინდრიან ძრავებზე მუშაობა. მაგრამ წარმოიდგინეთ მინიატურული აგრეგატი, რომელსაც 32 ცილინდრი აქვს, რომლებიც ოთხ რიგადაა განლაგებული და რიგების განლაგებს W-ს ფორმისაა. და თუ ასეთი ძრავი სუფთა ფურცლიდანაა შექმნილი...

ხოსე მანუელ ჰერმო ბარეირო, მეტსახელით „პატელო“, ესპანელია, საზღვაო მექანიკოსი. ამჟამად პენსიონერია და თავის გამოცდილებას ძველი ჰობისთვის იყენებს. მისი ჰობი კი შიდაწვის მინიატურული ძრავების აწყობაა. ადრე V12 ძრავი აქვს დამზადებული, ამჯერად კი ისეთი მინიატურული ძრავი შექმნა, როგორებზეც თავისი კარიერის განმავლობაში ბევრი უშრომია და რომელთა აგებულება და მუშაობაც, წვრილმანებამდე აქვს შესწავლილი.
მისი მეორე ძრავი W32-ია. ისიც სუფთა ფურცლიდან შეიმუშავა და დაამზადა. ძრავის 850-ვე დეტალი (ცილინდრების ბლოკი, ლილვები, დგუშები და ასე შემდეგ) თავად დახაზა და დაამზადა. ისინი 632 ხრახნით დააკავშირა ერთმანეთთან. თავის პროექტზე 2520 საათი იმუშავა და მოროგი შედევრი შექმნა...
სხვათა შორის, ძრავი იდეალურადაა დაბალანსებული, დაბალი და მაღალი ბრუნვებით მუშაობისას, ვიბრაციები პრაქტიკულად არ აქვს. ამაზე მის ფილტრებზე დადებული მონეტებიც დაგარწმუნებთ, რომლებიც ძრავის მუშაობისას არც განძრეულა...


ვიდეო

No comments:

Post a Comment