Ford Unleashes All-New, All-Wheel Driven Focus RS
with Over 320PS
3 თებერვალი
„ფორდმა“ თავისი პროდუქციის ერთ-ერთი სიამაყე, ახალი
„ფოკუს RS“ წარმოადგინა. ამ ავტომობილს მიმომხილველები ჯერ კიდევ დეტროიტის მოტორ
შოუზე ელოდნენ, თუმცა მისი „ევროპული ხასიათიდან“ გამომდინარე, პრემიერა ჟენევის
მოტორ შოუზე დაიგეგმა. მითუმეტეს, ეს გამოფენა გლობალურ ხასიათს ატარებს და „ფოკუს
RS-იც“ ამიერიდან გლობალური მოდელია, რომელიც მარტო ევროპელებს და რჩეული ბაზრების
მყიდველებს არ მოხიბლავს.
აუცილებლად მოხიბლავს! რადგან მისმა შემოქმედმა,
ცისფერი ოვალის ახალმა შტომ, სახელად „ფორდ პერფორმენს“, რომელიც სწორედ ასეთი
ტიპის ავტომობილების შექმნაზეა ორიენტირებული და რომელმაც დეტროიტის „კობო
სენტერში“ წარდგენილი „დიდი სამეულით“, საყოველთაო აღტაცება გამოიწვია, ახალი „ფოკუს
RS-ის“ შესაქმნელად, თავისი ტექნიკური და შემოქმედებითი შესაძლებლობების მდიდარი
არსენალი უშურველად გამოიყენა.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ისეთი ტექნიკური
სიახლე, როგორიცაა „ფორდ პერფორმენსის“ ინჟინრების მიერ შემუშავებული სრულ
ამძრავიანი ტრანსმისია, რომელიც მომენტის განაწილების დინამიკური კონტროლის
სისტემას მოიცავს. და რა თქმა უნდა, ამ ავტომობილის სიამაყეა სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი
ტურბო ძრავი, რომლის წყალობითაც, მესამე თაობის „ფოკუს RS-ი“, ამ ჰეჩბეკის ისტორიაში,
ყველაზე მძლავრი სერიული ვერსიაა. თანაც, ამ ავტომობილის შემუშავებისას, ტესტებს „ჯიმხანას“
სპეცი, ამერიკელი მრბოლი კენ ბლოკი მონაწილეობდა.
ახალი ავტომობილის მთავარი სიახლე, მისი სრულ ამძრავიანი სისტემაა, რომლის წყალობითაც, ის მოსახვევებს შესაშური მდგრადობით და სისწრაფით გადის. ამა კი მართვის ელექტრონიკის დახმარებით აკეთებს, რომელიც წამში ასჯერ გზის მდგომარეობის და ხარისხის შესახებ ინფორმაციებს ღებულობს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბორბლებს მაბრუნ მომენტს უნაწილებს. მომენტის პირველადი განაწილება ღერძებს შორის ხდება, შემდეგ კი შესაბამის ბორბლებს შორისაც. უკანა ღერძი აღჭურვილია წყვილი, ელექტრონიკით მართვად ქუროთი, რომელიც მომენტს უკანა ბორბლებს შორის ანაწილებს. უკანა ღერძს მაქსიმუმ მომენტის 70 პროცენტი შეიძლება მიეწოდოს, აქედან კი, საჭიროების შემთხვევაში, ერთ ბორბალს მომენტის ასივე პროცენტის მიღება შეუძლია. სწორედ მომენტის ასეთი განაწილების შედეგია უზადო მართვას და სწრაფი მოსახვევების სტაბილურად გავლის საშუალებას.
გარდა ამისა, ახალი „ფოკუს RS-ი“ აღჭურვილია დაკიდების სპორტული სისტემით, რომელსაც ვერსია ST-ზე ხისტი ზამბარები და განივი მდგრადობის სტაბილიზატორები აქვს. ამორტიზატორები რეგულირებადია ორ რეჟიმში მუშაობს. ერთი სატრეკო მართვისთვისაა, მეორე კი - საერთო სარგებლობის გზებისთვის. საჭის მექანიზმს ელექტრო გამაძლიერებელი ემსახურება, წინა საკიდარის სისტემა, მეორე თაობის RS-ის ანალოგიური სისტემის გაუმჯობესებული ვერსიაა. საჭეს მოკლე დამაკავშირებელი ბერკეტები აქვს, რომელიც „მგრძნობიარე“ მართვას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ძრავს, ესაა ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი
ტურბო, რომელიც „ფორდის“ განცხადებით, 320 ცხენის ძალაზე მეტს ავითარებს.
შედარებისთვის, წინა RS-ის 2.5ლიტრიანი ძრავის სიმძლავრე 310 ცხენის ძალას აღწევს,
რიტაც მას ადგილიდან ასის აკრეფა 5.9 წამში შეუძლია. ახალი RS-ის ძრავის
მაქსიმალური ბრუნთა რიცხვი 6 800 ბრ/წთ-ს დონითაა შეზღუდული. ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი
მექანიკური კოლოფი მუშაობს.
ახალი ავტომობილი 19-დუიმიან ბორბლებზე დგას,
რომლებიც „მიშლენის“ წარმოების ორი ტიპის, 235/35 ზომის საბურავებით არის
აღჭურვილი. ერთია ნახევრად სლიკები (პაილოტ სპორტ კაპ 2), რომლებიც ფრანგულმა
კომპანიამ სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შეიმუშავა. მეორე კომპლექტი კი არის
მარკა „პაილოტ სუპერ სპორტი“ და ის საერთო სარგებლობის გზებზე მართვას
მიესადაგება.
ახალი „ფოკუს RS-ი“ თავისი გარეგნობითვე მიგახვედრებთ,
რომ ეს „მხურვალე“ ავტომობილია და მართვით სიამოვნების მისაღებადაა შექმნილი. მისი
მთავარი განმასხვავებელი ნიშანია, ტრაპეცოიდული რადიატორის ცხაურია, შუაში
მოთავსებული ბამპერით, რომლის ორივე კიდეში არსებულ ფოსოებშიც, სანისლე ფარებთან
ერთად, ჰაერის ამღები „ლაყუჩებიც“ განლაგდა. ძირში კი სპლიტერია მოთავსებული,
რომელიც ჰაერის ჭავლს ორად ჰყოფს და ერთ ნაწილს გაგრილების სისტემისკენ მიმართავს,
მეორეს კი - ავტომობილის ძირისკენ. უკან კი უზარმაზარი ანტი ფრთა განლაგდა. გარდა
ამისა, ამ ნაწილში დიდი ზომის დიფუზორიც იქცევს ყურადღებას, რომელსაც ორი გამოსაბოლქვი
მილი ამშვენებს.
No comments:
Post a Comment