New Focus RS 4WD system to be used on more Fords
14 თებერვალი
უახლეს სრულ
ამძრავიან სისტემას, რომლიტაც ახალი „ფოკუს RS-ია“ აღჭურვილი, „ფორდი“ სხვა ავტომობილებზეც
გამოიყენებს, რომლებიც სისწრაფესა და სპორტულ სტილზე იქნება ორიენტირებული. სრულ
ამძრავიანი სისტემა „დაინემიკ ტორქ ვექტორინგი“ ყველაზე გამორჩეული ტექნოლოგიაა,
რომლითაც „ფოკუს RS-ის“ შემქმნელ „ფორდ პერფორმენსს“ შეუძლია იამაყოს.
და სხვათა შორის, პირველი და მეორე თაობის „ფოკუს RS“ წინა
ამძრავიანი ავტომობილებია.
ახალი
ტრანსმისიის ყველაზე გამორჩეული ნაწილი, მისი უკანა ხიდია, რომელსაც არ აქვს დიფერენციალი.
სამაგიეროდ, ორივე ბორბალთან მოთავსებულია ელექტრონულად მართვადი მრავალდისკოიანი ქუროები,
რომლებიც გაზრდილი ხახუნის მქონე დიფერენციალის პრინციპით მუშაობენ. ტრანსმისიის
მართვის ელექტრონიკას, რამდენიმე სენსორი ემსახურება, რომლებიც მუდმივად
აკონტროლებენ გზის მდგომარეობას. ელექტრონიკა მათგან მიღებულ ინფორმაციას
გადაამუშავებს (წამში ასჯერ) და ჯერ მომენტს ხიდებს შორის ანაწილებს, შემდეგ კი უკანა
ბორბლებს შორისაც.
უკანა ღერძს,
გადაცემათა კოლოფიდან მიღებული მომენტის მაქსიმუმ 70 პროცენტი შეიძლება გადაეცეს, მიღებული
მომენტიდან კი უკანა ბორბლებიდან ერთ-ერთმა, საჭიროებისამებრ შესაძლოა სრულად
მიიღოს. როგორც პროექტ RS-ის მთავარი ინჟინერი ტაირონ ჯონსონი ამბობს, ასეთი
ტრანსმისია „პრაქტიკულად გამორიცხავს არასაკმარის მოხვევადობას“ და მოსახვევში
ავტომობილს 1G და მეტი ცენტრიდანული გადატვირთვით მოძრაობის უნარი აქვს.
ჯონსონი
არ ამბობს, კონკრეტულად რომელ მოდელებზე იგეგმება სრულ ამძრავიან სისტემა „დაინემიკ
ტორქ ვექტორინგის“ გამოყენება. დიდი ალბათობით, ეს არ იქნება „ფიესტა RS-ი“, რადგან
ის მას დაამძიმებს და ძალიან გააძვირებს.
No comments:
Post a Comment